შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გომში სოფლის კრებაზე პედაგოგებმა სკოლის შემოღობვა მოითხოვეს

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 16 იანვარი 2019
საქართველოს მთავრობის ინიციატივით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში კრებები ხაშურის მუნიციპალიტეტშიც ჩატარდა. 16 იანვარს ორი კრება - გომსა და ვაყაში ჩატარდა. გომის მოსახლეობამ საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის შემოღობვა მიიჩნია მნიშვნელოვნად, სოფელ ვაყის მოსახლეობამ კი სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება.  სოფლების მიერ შერჩეული პროექტები დასამტკიცებლად მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება. 15 იანვრიდან, საქართველოს 3700 სოფლის კრების ჩატარება დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. სოფელში მცხოვრები ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი, პირველ მარტამდე თავად გადაწყვეტს, როგორ დაიხარჯება პროგრამისთვის განკუთვნილი 20 მილიონი ლარი.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია