შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რეგიონებში დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტის განხილვა იწყება

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 16 იანვარი 2019

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დეცენტრალიზაციის საშუალოვადიანი სტრატეგიის (2019-2025) პროექტის განხილვას რეგიონებში იწყებს.

შეხვედრებს სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან კოალიციის „ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ წევრები – ირაკლი მელაშვილი და კოკა კიღურაძე, რომლებიც კოალიციის მიერ მთავრობისათვის შეთავაზებულ წინადადებებს ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის შესახებ წარადგენენ.

ამასთან, განხილვაში, ასევე, მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებსაც შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და წარადგინონ საკუთარი წინადადებები და ინიციატივები.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა ღიაა მედიის წარმომადგენლებისთვის.

ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები