შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ევროკავშირის სასტიპენდიო პროგრამა 16-17 წლის მოსწავლეებისთვის

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 16 იანვარი 2019
ევროკავშირი აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას 16-17 წლის მოსწავლეებისთვის სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება. მსურველებს განაცხადის გაკეთება პირველი მარტის ჩათვლით შეუძლიათ. „სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც  ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას, მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე,“- ნათქვამია განცხადებაში. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ხორციელდება „ახალ სკოლაში“ თბილისში (საქართველოში) და მოიცავს ორწლიან სასწავლო კურსს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს იწყება. „უნიკალური სადიპლომო პროგრამა აერთიანებს ბაკალავრის საერთაშორისო პროგრამის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, ევროპული სკოლების სისტემის მიერ ინსპირირებული სპეციალიზებული სწავლებით. შერჩეული სტუდენტები დაესწრებიან ლექციებს მრავალენოვან და მულტიკულტურულ გარემოში, ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და ევროპული ენების, ლიტერატურისა და ისტორიის ცოდნის გასაღრმავებლად. სტუდენტებს, ასევე, ექნებათ წვდომა მდიდარ კლასგარეშე პროგრამასთან და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მაღალი დონის კონფერენციებში ევროკავშირის საკითხებზე. სტუდენტები მიიღებენ ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს ევროპათმცოდნეობაში,“- ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც „ევროკავშირი საქართველოსთვის“ ავრცელებს. დაინტერესებულმა სტუდენტებმა განაცხადები უნდა წარადგინონ  ვებსაიტის – www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2019 წლის პირველი მარტის 12:00 საათამდე (უნივერსალური გლობალური დრო, +4:00). შერჩევის პროცესი მოიცავს წერილობით ტესტებსა და ინტერვიუებს წინასწარ შერჩეული კანდიდატებისთვის. 2019-2020 სასწავლო წლის სტიპენდიატების ჩამონათვალი გამოცხადდება 2019 წლის მაისის ბოლოს.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია