შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სად ვართ? სატანა რუსეთთან"?!

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 15 იანვარი 2019

ჟურნალისტი, პოლიტიკური მიმომხილველი ირაკლი ტაბლიაშვილი საქართველოს პრეზიდენტის მიერ "ტვიტერზე" გამოქვეყნებულ წერილს ეხმაურება, სადაც სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით წერს და აღნიშნავს, რომ თუ საპატრიქრო რაღაც მიზეზების გამო მათთვის მილოცვას ფრთხილობს, ის არ აიღებს ამ პასუხისმგებლობას და არ გაართულებს სიტუაციას:

"ქ-ნი ზურაბიშბილის ეს "ტვიტი" არ იქნებოდა აღნიშვნის ღირსი, რომ არა მისი სტატუსი... სტატუსი პრეზიდენტისა.

თუ ვიღლიცინებთ, როგორც ჩემმა მეგობარმა შენიშნა, სასურველია, პრეზიდენტის ოფისს შევუზღუდოთ წვდომა ინტერნეტთან, მაგრამ, სამწუხაროდ, საღლიცინოდ არ გვაქვს საქმე იმიტომ, რომ განცხადება-ტვიტის ავტორი სწორედაც რომ პრეზიდენტია.

საქმე ისაა, რომ მნიშვნელოვანი სხვაობაა პოლიტიკურ მილოცვასა და აღიარებას შორის, ამ უკანასკნელის დისკრეცია პრეზიდენტს და სახელმწიფოს მართლაც არ აქვთ... მაგრამ, აი, მილოცვა კი... მილოცვა ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, მისი ხელისუფლებისათვის და მრევლისათვის, წესით, არ უნდა ყოფილიყო რთული.

აღმოჩნდა კი და ამის ახსნა შეიძლება - "დიდი ჩრდილოელი ძმა" აკვირდება პრეზიდენტს და მანაც იცის, რომ ნებისმიერი აქტიურობა მას ზიანს მოუტანს.

... რაც შეეხება ხელის გაშვერას ეკლესიისაკენ, მას, უფრო ზუსტად, მის იმ ნაწილს, რომელიც შეგნებულად ახანებს მილოცვასაც და აღიარებასაც, თავისი ეყოფათ... ხელის და თითის გაშვერა კი უადგილოა იმიტომაც, რომ პრეზიდენტს არა აღიარება, არამედ, მილოცვა ევალება...

და კიდევ - აქა იქ გაისმის, რომ უკრაინაში დარჩნენ მოსკოვის საპატრიარქოზე მიბმული მორწმუნეები... და ასეცაა, ოღონდ, ამ მორწმუნეთა აქტივობებს და რიცხოვნობა-რაოდენობასაც განსაზღვრავს თავად მოსკოვი... ის (მოსკოვი) ძაბავს ვითარებას შეგნებულად და, ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიოშიც და უკრაინაშიც განხეთქილებად მოინათლოს ავტოკეფალია.

ახლა ვიკითხოთ - თუ ეს პოლიტიკური აქტიცაა, სად ვართ ჩვენ?.. და რა უფლებით ინარჩუნებს პრეზიდენტად არჩეული პირი ნეიტრალიტეტს?

და თუ არაა პოლიტიკური აქტი, რით ვერ წაიკითხეს ტომოსი? ან, იქნებ წაიკითხეს და დაიწუნეს?

ტესტია უკრაინის საკითხი.
სად ვართ? სატანა რუსეთთან (შეფასებითი ნაწილია, რადგან არ დამითვლია რქების რაოდენობა არც პუტინის და არც კირილის თავზე) თუ სიკეთის, სიყვარულისა და სამართლიამობის მხარეს?!"-წერს ირაკლი ტაბლიაშვილი.

„რაც შეეხება იმას, რომ უკრაინელ ხალხს მივულოცოთ, მე მინდა, გითხრათ, რომ კანონიკური ეკლესიის, რომელსაც მიტროპოლიტი ონოფრი ხელმძღვანელობს, 100% შეადგენენ უკრაინელი ხალხის და ჩვენ რომელ უკრაინას ვულოცავთ და რომელ უკრაინას ვუჭერთ ახლა მხარს, ვერ გავიგე,“ - ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მამა დავით ისაკაძე უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მილოცვის საჭიროებას ვერ ხედავს

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია