შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაეშვა

საზოგადოება
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 17 იანვარი 2019


ეროვნული დროშის დაშვება 16 იანვარს, დიდ დიღომში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილთა პატივსაცემად გამოცხადებული გლოვის დღის ფარგლებში განხორციელდა.

სახელმწიფო უწყებებზე ეროვნული დროშა დაშვებული მთელი დღის განმავლობაში იქნება. საქართველოში 17 იანვარი გლოვის დღედ მთავრობის განკარგულებით გამოცხადდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, კორპუსში მომხდარი აფეთქებისას 4 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი 4 წლის ბიჭია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
გაზეთი ბოლნისი

მადლობა