შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბავშვი მოდის თავისი დანიშნულებით, ის არის სტუმარი შენს ოჯახში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 16 იანვარი 2019

„ბავშვის აღზრდაში ერთ-ერთი მთავარი მცნებაა გვჯეროდეს რომ ის თავისი მისიის მატარებელია.

თქვენი შვილები თქვენთან თავიანთი გზებითა და მისიით მოვიდნენ.

მათ შეიძლება გააგრძელონ თქვენი საქმიანობა, პროფესია, თქვენი ცხოვრების გზა და შეიძლება არც გააგრძელონ. ისინი შეიძლება თქვენნაირად ფიქრობდნენ, მაგრამ ამისი ვალდებულება არ აქვთ, არ არიან ვალდებულები თქვენნაირად იცხოვრონ.

ისინი თავიანთი აზრებით და საქმეებით მოდიან. შეიძლება ასე იყოს ან შეიძლება ისე იყოს. ჩვენ ეს არ უნდა გვეწყინოს. უბრალოდ შეუქმენით ყველა პირობა რომ იპოვონ თავიანთი თავი. მოუსმინონ თავიანთ გულის ხმას და შემდეგ გამოუჩნდებათ გზები. თქვენ აჩვენეთ ერთიც, მეორეც, მეათეც რომ შემოვიდნენ ამ სამყაროში და დანარჩენი მათ გულისხმას მიანდეთ.

ბავშვი მოდის თავისი დანიშნულებით. ის არის სტუმარი შენს ოჯახში. ის უცხოპლანეტელივით ამოუცნობია. ბავშვი დიდი გამოცანაა და ჩვენ ის უნდა გამოვიცნოთ...“

აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია