შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ოზურგეთში 38 წლის მამაკაცმა თავი ჩამოიხრჩო

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 16 იანვარი 2019

სუიციდის შემთხვევა ოზურგეთში. 

როგორც "გურიის მოამბისთვის" ხდება ცნობილი, დღეს ადრე დილით ნ. ნიკოლაძის ქუჩაზე მცხოვრები 38 წლის მამაკაცი საკუთარი სახლში ჩამომხრჩვალი იპოვეს. 

მას ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გამთენიისას კი,  მამამ  შვილი მეორე სართულის სხვენში ჩამომხრჩვალი იპოვა. 

ოჯახის წევრებისთვის თვითმკვლელობის მიზეზი უცნობია.

როგორც ახლობლები "გურიის მოამბესთან" აცხადებენ, მამაკაცი მორწმუნე იყო და მათთვის გაუგებარია რა შეიძლებოდა მომხდარიყო.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. 

მომხდარზე  გამოძიება სსკ 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა