შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"30 წელია დამოუკიდებლები ვართ, 30 წელია ვანგრევთ ქვეყანას"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 იანვარი 2019

გაზს არ აქვს სუნი, იმიტომ რომ ძვირია და მილიონს კაპიკი მოაკლდება!
სახლებს არ აქვთ არანაირი უსაფრთხოების ნორმები, იმიტომ რომ არავინ ითხოვს!!

საწვავი ტყვიითაა გაჯერებული, იმიტომ რომ აქაც მილიონს კაპიკი მოაკლდება. 
ისე აგიშენებენ ერთ მეტრში სახლს და მზეს და ჰაერს დაგიკეტავენ, არც მოერიდრბათ.

ყოველგვარი მშენებლობა, ნგრევა, ქვის ჭრა ხდება შეფუთვის გარეშე.

საერთოდ არაფერზე არანაირი რეგულაცია არაა, თუ არის მხოლოდ ქაღალდზე, ჯარიმები კი სასაცილო!!!

30 წელია დამოუკიდებლები ვართ, 30 წელია ვანგრევთ ქვეყანას. 30 წელია საკუთარ ჯიბეზე ზრუნვის მეტი არაფერი ხდება.

განათლება დაქცეული, ქვეყანა დაკიდებული

იგივე მენტალობით იზრდება მომავალი თაობა.

და ჩვენ გვინდა რამე გვეშველოს?!!!!

როდესაც საკუთარ შვილს ოქროს სასახლეში აცხოვრებ და თან ამ სასახლეს მისივე ჯანმრთელიბის განადგურების ხარჯზე აშენებ, ეს ზესიჩლუნგეა. განუვითარებლობის პიკი.

ვერ გაიზარდა ერი, ვერც გაიზრდება, რადგან ყველაფერ ღირებულს დავცინოდით და დავცინით, კომპლექსების "შმოტკებით" ვებრძვით, სწავლის ერთადერთი მოტივაცია მაღალ ანაზღაურებადი სამსახურია და არა თვითგანვითარება...

ოჯახები შურის, ბოღმის სუნითაა გაჟღენთილი. 
ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვან ნამდვილი ქვეყნის სიყვარულის.
ყველგან, ყველაფერში, ყოველი მხრიდან ფული, ფული, ფული.

ერს ღირსების, პატრიოტიზმის, 
ღირებულებების, მორალის, სინდისის, შეგნების, სიყვარულის ნიშანწყალი აღარ აქვს.

ყველაფერი გავანადგურეთ, ყველაფერი გავყიდეთ, კაპიკებისთვის!!!

მაკო გირგვლიანი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია