შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ამოწყდა ხალხი და გაჩანაგდა ქვეყანა ამ ზედაპირულობით"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 იანვარი 2019

დეკანოზი, ქ. მიუნხენის წმ. ვახტანგ გორგასლის სახ. ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარი თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

"რა ფეხებზე დაკიდების სნეულება სჭირთ? როგორ მუშაობს ამათი ტვინები, წარმოუდგენელი და ამოუხსნელია. ხარ გაზის მიმწოდებელი, ყიდი ამ გაზს, ამით შოულობ ფულს და ესაა შენი პირდაპირი მოვალეობა. შენ გევალება შემოწმება და მომხმარებლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. საცხოვრებელი კორპუსიდან გატყობინებენ, რომ გაზის სუნს გრძნობენ სახლში. მიდიხარ შესამოწმებლად, შენც გრძნობ გაზის სუნს, თუმცა, რადგან ვერ პოულობ მიზეზს, იკიდებ ფეხებზე, ამ მდგომარეობაში ტოვებ სახლს, ადამიანებს და მოდიხარ. აი, რა ტვინი და გონება გეუბნება ამას? როგორ უნდა მოგივიდეს აზრად პასუხისმგებელ პირს, მიატოვო ხალხი, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით ზის ბომბზე და შეიძლება უბრალოდ აფეთქდეს და მოკვდეს? ასეთი ზერელე დამოკიდებულება იგივე მკვლელობაა და თუ ვინმეს არ უნდა ეს შეიგნოს, კანონმა უნდა აიძულოს უმკაცრესად. სხვა გზა არ არსებობს, ამოწყდა ხალხი და გაჩანაგდა ქვეყანა ამ ზედაპირულობით-წერს დეკანოზი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია