შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"რა უნდა ივანიშვილს, საერთოდ აღარ არის საინტერესო"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 17 იანვარი 2019

"რა სურს ივანიშვილს, არ ვიცი, მაგრამ უნდა დავამთავროთ ის ეპოქა, როდესაც ისე კეთდებოდა ყველაფერი, როგორც სურდა ივანიშვილს. ასე ცხოვრებას ვერ გავაგრძელებთ.

ძალიან ბევრი წლებია ვუყურებთ, როდესაც ქვეყანაში ასე კერძო სურვილებით წყდება საკითხები. ბაბილონის გოდოლი აგვიშენეს, რომელიც ახლა ინგრევა.

ვხედავთ რომ დაპირისპირებაა სასამართლო სისტემაში, პარლამენტში, ეკლესიაში. ფაქტობრივად ნულიდან გვაქვს სახელმწიფოებრივი პროცესი დასაწყები და აქ უკვე ივანიშვილის საკონტროლო პაკეტის თემა დასრულდა. რა უნდა მას, საერთოდ აღარ არის საინტერესო. რა გვინდა ჩვენ - ასე უნდა წავიდეს პროცესი.

ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. რა თქმა უნდა, თავისი ნებით არავინ არაფერს არ დათმობს, ამიტომაა მნიშვნელოვანი სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობა. მათ ვურჩევ, რომ მთელ სურათს შეხედონ და ნუ გახდებიან მანიპულირების სუბიექტები და ნუ ჩათვლიან, რომ ერთი ჩინჩალაძე თუ არ იქნება სიაში, პრობლემა გადაწყდა"-აცხადებს ექსპერტი, გია ხუხაშვილი.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება