შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გუშინ 15 პოლიციელი შემოგვივარდა სახლში-ოზურგეთის პროკურორს მოწმეზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

საზოგადოება
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 იანვარი 2019
ოზურგეთის რაიონული პროკურატურის პროკურორს მამუკა ნადირაძეს მთავარი მოწმეზე ლაშა ცინცაძეზე განხორციელებულ ზეწოლაში ცინცაძის ოჯახი, კონკრეტულად კი მისი მეუღლე, ირმა ოსაძე და და ადანაშაულებენ.

მეუღლის განცხადებით, პროკურორმა ნადირაძემ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ლაშა ცინცაძეს დღეს ოზურგეთში მიმდდინარე სასამართლო პროცესზე ჩვენება ვერ მიეცა.

"გუშინ 15 პოლიციელი შემოგვივარდა სახლში, მოგვაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაგვცინოდნენ და წარმოგვიდგინეს ორდერი, რომ ჩემი მეუღლე იძებნება გამოძიების მიერ და აქვთ მისი დაკავების უფლება. ეს ყველაფერი კი განპირობებულია იმით, რომ დღეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში უნბდა გაიმართოს პროცესი ძმები ჩახვაშვილების წინააღმდეგ, რომელსაც გამოძიება ლანჩხუთის საავადმყოფოს ექიმისა და შემდეგ პოლიციელების ცემას ედავება. პოლივიელებს სურთ მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის ციხეში გაშვება, ჩემი მეუღლის ჩვენება საქმისთვის მნიშვნელოვანანია, ერთი კვირის წინ იყო სასამართლოზე ჩვენების მისაცემად, ორი დღის წინაც იყო, მაშინ არ ყოფილა ძებნილი, პროკურორმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ჩვენების მიცემა გადადებულიყო, უცებ ამ დღეებში "უცნაური სქმეც" გამოჩნდა და ლაშა ჩვენებას ვეღარ მისცემს, რის გამოც რამდენიმე უდანაშაულო ადამიანი წავა ციხეში" - გვიხსნის ლაშა ცინცაძის მეუღლე ირმა ოსაძე.

ოზურგეთის რაიონული სასამართლო (მოსამართლე მარინა კიკნაძე) დღეს აგრძელებს აღნიშნული საქმის განხილვას: პროცესი ოზურგეთსი 12 საათზეა ჩანიშნული, თუმცა ზემოთმოყვანილი მიზეზების გამო მთავარი მოწმე ჩენებას ვერ მისცემს

საქმე ეხება გასული წლის დასაწყისში ქალაქ ლანჩხუთში მომხდარ ინცინდენტს.

ლანჩხუთის "ავერსის" კლინიკაში მოქალაქეებმა ლაშა ცინცაძე მიიყვანეს, რომელსაც ეპილეფსიური შეტევა ქონდა. თანმხლებმა პირებმა ჩათვალეს რომ მედპერსონალი პაციენტს არასათანადოდ ექცეოდა და ექიმს შენიშვნა მისცეს, შენიშვნა ჯერ სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

მომხდართან დაკავშირებით ლანჩხუთის პოლიციაში აღიძრა საქმე ხულიგნობაზე.

მოგვიანებით, ექიმის ფიზიკურ შეუარცხყოფაში ბრალდებული პირები ერთერთ გამომძიებელს ლანჩხუთის ერთ ერთ რესტორანში, გამომძიებლის ცოლის დაბადების დღეზე შეხვდნენ და მას კითხვით მიმართეს თუ რატო ჭიანურდებოდა გამოძიება, როცა გამომძიებელმა მათ შეპირდა რომ საქმე უმალ დასრულდებოდა მცირეოდენი დაჯარიმებით.

შეკითხვა ჯერ სიტყვიერ და შემდეგ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ოფიციალური ვერსიით, ექიმის საქმეში ბრალდებულებმა გამომძიებლებიც სცემეს.

მთავარი მოწმის ლაშა ცინცაძის ოჯახი მიიჩნევს რომ გამოძიება ამ საქმეში გარდა მასში მონაწილე პირებისა კიდევ რამდენიმე უდანაშაულო ადამიანის გასამართლებას ითხოვს, რაც ძნელაძის ჩვენების მიცემის შემთხვევაში შეუძლებელი გახდებოდა.

სწორედ ამის გამო მიიჩნევს ოჯახი რომ ძნელაძის ძებნილად გამოცხადება პროკურორ მამუკა მდინარაძის მიერ შეთითხნილი საქმით მოხდა და ამით გამოძიება არასასურველი მოწმის მოშორებას ცდილობს.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება