შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

აფხაზეთის მთავრობა: ენგურის ხიდზე გადაადგილება შესაძლოა თვის ბოლოს აღდგეს

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 19 იანვარი 2019
ენგურის ხიდზე მიმოსვლა შესაძლოა იანვრის ბოლოსთვის აღდგეს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის დეპარტამენტის უფროსმა მარინა შენგელიამ განუცხადა. მისი თქმით, ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვა პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ყოფილა, ეს გრიპის ვირუსს უკავშირდება, ვირუსის პიკმა კი ამბობს, რომ უკვე გადაიარა.

„ვვარაუდობთ, რომ მალე უნდა გაიხსნას. ჩვენი ინფორმაციით, შიდა წყაროები რასაც გვაწვდიან, ალბათ სადღაც თვის ბოლოსთვის საზღვარი უნდა გაიხსნას“, - გვითხრა აფხაზეტის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენელმა.

დე ფაქტო ხელისუფლებამ ენგურის ხიდი 11 იანვარს ორი თვით ჩაკეტა. თუმცა გამონაკლის შემთხვევებში პერიმეტრზე ადამიანებს გადაადგილების უფლებას აძლევენ.

შეზღუდვის გამო გალელი სტუდენტები, რომლებიც ზუგდიდსა და დანარჩენ საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლობენ, თუმცა კარანტინის გამო აფხაზეთში ჩარჩნენ, გადმოსვლას და საგამოცდო პროცესში მონაწილეობის მიღებას ვერ ახერხებენ.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები