შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მეუფე პეტრე, მეუფე სპირიდონს ცილისწამებაში ადანაშაულებს

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 18 იანვარი 2019

სხალთელი მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის ხმაურიან განცხადებებს, მეუფე პეტრე პასუხობს და სპირიდონს ცილისწამებაში ადანაშაულებს.

„ქვეყნის სიყვარული, ღვთისა და ერის წინაშე მიღებული მღვდელმთავრული პასუხისმგებლობა მაიძულებს, ვუპასუხო არათუ დასმულ შეკითხვებს, არამედ თქვენ მიერ გამოთქმულ ცილისწამებასაც. თქვენი ქადაგება მრევლში დიდი ხანია, გაორებას იწვევს და არაერთგზის დამსახურებულად იყავით მხილებული. ვიდრე ეკლესია სამართლებრივად შეეხება დასმულ საკითხს, როგორც სინოდის წევრი, თავს ვალდებულად ვთვლი, გამხილოთ და მოგიწოდოთ საჯარო სინანულისკენ,“ – აცხადებს მეუფე პეტრე და ე.წ. ციანიდის საქმეზე საურისას ამბობს, რომ დეკანოზი მამალაძე „უსამართლობის და უზნეობის“ მსხვერპლია.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ღიად საუბარი პატრიარქთან დაპირისპირებას არ გულისხმობს და სწორედ მეუფე სპირიდონის თანამოაზრეები „მიდიან ილია მეორეს დისკრედიტაციამდე“.

ციანიდის საქმის რეზონანსულობის მიუხედავად, თქვენგან არასდროს გვსმენია ამ საკითხზე საჯაროდ გამოხატული აზრი. ნუთუ, მართლა გჯერათ, ეკლესიისთვის მეტად შეურაცხმყოფელი და ცინიკური ვერსიისა, რომ დეკანოზი ციანიდით მიემგზავრებოდა გერმანიაში პატრიარქის მდივან-რეფერენტის მოსაწამლად და ამ ბოროტებას სჩადიოდა კარიერული წინსვლისათვის. ანუ მკვლელ და დევნილ დეკანოზს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდი ეპისკოპოსად გამოარჩევდა და აკურთხებდა?! მაშინ როდესაც, როგორც დეკანოზი იხსენებს კათოლიკოს პატრიარქი ციანიდის საქმემდე რამდენიმე თვით ადრე პირადად სთავაზობდა მას ახალი ეპარქიის შექმნას ქობულეთში და მღვდელმთავრად გამორჩევას, თუმცა მამაომ ამ შეთავაზებაზე თქვენგან განსხვავებით თავი ღირსად არ ჩათვალა და უარი განაცხადა! თქვენ კი ამ ყველაფერზე გვავალდებულებთ დუმილს? ისევე როგორც, თქვენის აზრით უნდა დადუმებულიყო ეკლესია 80-იან წლებში უდანაშაულო მღვდლის დახვრეტისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო ავადსახსენებელი 90-იანების მოვლენებისას? ისევე როგორც უნდა დადუმებულიყო კრემლის დავალებით ეროვნული და კანონიერი ხელისუფლების იარაღით დამხობისას, თქვენი ჩათვლით? ესეთი აზროვნება ხომ საბჭოთა მემკვიდრეობაა და სამწუხაროდ თქვენი სიტყვიდან და ქადაგებებიდან გამომდინარე თქვენში დავინახე საბჭოთა ადამიანი, მწყემსი კეთილის ნაცვლად,“ – ამბობს მეუფე პეტრე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია