შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"მიშა რომ შემჩნეულია გამოქანება-გაქანებებში მოგეხსენებათ" – ქუცნაშვილი

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 19 იანვარი 2019

“მიშა რომ შემჩნეულია გამოქანება-გაქანებებში მოგეხსენებათ. გაქანდა და უკრაინაში შევარდა, გამოქანდა და ჰოლანდიაში გაიქცა”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი თბილისის მერ კახა კალაძის კომენტარს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

კახი კალაძის პოლიტიკურ ცინიზმს დღეს სამი ადრესატი ჰყავდა - მიხეილ სააკაშვილი, ლევან ხაბეიშვილი და შალვა ნათელაშვილი, თუმცა მერის არაეთიკურმა გამონათქვამმა მთელი ოპოზიცია გააერთიანა.

დიღომში დატრიალებული ტრაგედიიდან მეორე დღეს მერის მსგავსი განცხადებების მოსმენა კრიტიკას მიჩვეულ ოპოზიციასაც კი გაუკვირდა.

კახი კალაძის განცხადების ახსნა, მისი მძიმე ემოციური ფონით სცადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდმა. თბილისი მერის კომენტარი არც დეპუტატებისთვის იყო მარტივი მოსასმენი თუმცა, ამბობენ, რომ კალაძე მდგომარეობიდან ოპოზიციის ბრალდებებმა გამოიყვანა.

ენმ-ს წევრი, აღნიშნავს, რომ კახა კალაძე უინტელექტო პოლიტიკოსია, რომელიც გლოვის დროს იუმორისტულ განცხადებებს აკეთებს. 

"ყველაზე სამწუხარო ამ ფაქტში არის შემდეგი - როცა მსგავსი ტრაგედია მოხდა, როცა მგლოვიარე სიტუაციაში ვართ, ნაცვლად იმისა რომ კალაძე და დედაქალაქის მთავრობა მომართული იყოს ეს პრობლემა აღმოიფხვრას, პრევენციულ ღონისძიებებზე ვიფიქროთ. მათ შორის პასუხისმგებლობები გაიაზრონ, დედაქალაქის მერს საღლიცინოდ აქვს დრო, მასხრად აიგდოს ოპოზიცია, საზოგადოება და ის ადამიანები, რომლებიც ტრაგიკულად დაიღუპნენ.

მართლა გულის ამრევია კალაძის ეს განცხადება. რაზე უნდა უპასუხო. ჯერ ის რა იყო, რაც გრიგოლ ვაშაძესთან დაკავშირებით თქვა. მას ჩვევია ასეთი ლექსიკით საუბარი: "გოთვერანი". ახლა ამბობს, რომ ვიღაცები, საიდანღაც გამოექანონ. გულწრფელად სამწუხაროა, რომ არჩეული მერი, რომელიც დაკავებული უნდა იყოს პრობლემების მოგვარებით, გამოირჩეოდეს მაღალი პასუხისმგებლობით ასე იქცევა.

ოღონდ მას რამე არ დაბრალდეს, ოღონდ მასზე ვინმემ ცუდი არ თქვას, მზად არის სხვას გაიხსენოს ყოფილი ხელისუფლება და 2009 წელს მიღებული კანონი. გადააბრალოს წინა ხელისუფლებას, მათ შორის საკუთარ ხელისუფლებასაც.

და თუ მასზე ვინმე ცუდს იტყვის, მას შეუძლია გალანძღოს, აგინოს. რა დროს იუმორია, რა დროს ვინმეს დაცინვაა, როცა სრულიად ერი მგლოვიარე სიტუაციაშია. ვწუხვარ ასეთი უტიფარი, გაუნათლებელი, გაურკვეველი ინტელექტისა და გაურკვეველი წარმომავლობის მერის გამო. მას ნებისმიერ საკითხზე ასე უთავმოყვარეოდ შეუძლია იღლიცინოს"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია