შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რატომ ვერ მიიღო მოგებული მანქანა ახალციხელმა რამაზ ნოზაძემ

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 16 იანვარი 2019
კრისტალბეთის გათამაშება 15 დეკემბერს, ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა. წამყვანმა გათამაშების დოლურიდან ამოიღო ბარათი, რომელზეც რამაზ ნოზაძის მობილურის ტელეფონი ეწერა. გამარჯვებულს პირდაპირ ეთერში დაურეკეს და უთხრეს, რომ 2018 წლის „Toyota Prado“ მოიგო და, რომ ხუთ იანვრამდე შეეხმიანებოდნენ.როგორც რამაზ ნოზაძე ამბობს, დეკემბრის ბოლოს, კომპანიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ მისი ტელეფონის ნომერი დოლურაში ტექნიკური ხარვეზის გამო მოხვდა და მანქანა სხვამ მოიგო.„მითხრეს, რომ გათამაშების წესების მიხედვით ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვინც ითამაშა, მხოლოდ მათი ბარათები იყო დოლურაში. მე კი დაახლოებით სამი წელია არ მითამაშია კრისტალბეთზე, თუმცა დამირეკეს“,–ამბობს ნოზაძე.„კრისტალბეთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს.“ გათამაშება ვინც მოიგო პრიზიც იმას გადავეცით, სხვას ვერაფერს გეტყვით“,–გვითხრეს კომპანიაში.მიუხედავად კომპანიის მიხრიდან ფაქტის უარყოფისა, რამაზ ნოზაძე ირწმუნება, რომ „კრისტალბეთის“ ხელმძღვანელობას თბილისში ორჯერ შეხვდა და შეთანხმდნენ, რომ მომხდარის გამო ის კონპენსაციას მიიღებდა.„ამიხსნეს რომ დოლურადან ამოღებულ ბარათზე სხვისი საიდენტიფიკაციო კოდი ეწერა თუმცა შეცდომით ჩემი მობილურის ნომერი იყო მითითებული. მე კი ნამდვილად არ მითამაშია 2015 წლის შემდეგ. მორალური ზიანი ამინაზღაურეს და ამით დავასრულეთ“, – ამბობს რამაზ ნოზაძე.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება