შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მასწავლებლებისთვის კრედიტების დაგროვების სისტემა უქმდება

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 18 იანვარი 2019
პედაგოგთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის შესახებ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პრეზენტაცია გაიმართა. დაგეგმილ სიახლეებზე "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა."პირველი ცვლილება, რომელსაც ჩვენ მალე დეტალურად წარმოგიდგენთ, არის ის, რომ კრედიტ-ქულების დაგოვების სისტემა გაუქმდება და განისაზღვრება გარდამავალი ეტაპი. არსებობს სტატუსის მოპოვების, შენარჩუნების ორი სხვადასხვა სისტემა, მაგრამ ჩვენ შვეცდებით, რომ 2019 წლის ბოლომდე ის ადამიანები, რომლებსაც დაწყებული აქვთ ეს პროცესი, არ შევაფერხოთ. ხოლო მასწავლებლის სტატუსის შენარჩუნებისთვის 31 დეკემბრამდე განვუსაზღვრავთ ვადას, რომ მათ განახორციელონ პროფესიული განვითარება",- განაცხადა შუკაკიძემ.მისივე თქმით, მოქმედ სქემას თავისი დადებითი და უარყოფით მხარეები აქვს – "მასწავლებლები გახვეულები იყვნენ ბიუროკრატიაში და დაკავებულები იყვნენ საბუთების მომზადებით და ატვირთვით და ბავშვი რჩებოდა ყურადღების მიღმა. თუმცა სქემას ჰქონდა თავისი პოზიტიური მხარეც რაც იმაში მდგომარეობს, რომ მასწავლებლები მეტად აქტიურად იყვნენ განვითარებაში ჩართული". ცვლილებები რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
სამართალი