შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის 37 ბაღში სააღმზრდელო პროცესს მხოლოდ 500 ბავშვი დაესწრო

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 21 იანვარი 2019
დღეიდან გურჯაანის ყველა სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელმა ლელა თევდორაშვილმა განაცხადა, აღსაზრდელთა კონტინგენტი ძალიან მცირეა.


„მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 37 საბავშვო ბაღში 2400 ბავშვია ჩარიცხული. ზოგადად, ყოველდღიური დასწრება 1700-მდეა ხოლმე, თუმცა დღეს 500 ბავშვია დაფიქსირებული. მინდა მივმართო მშობლებს, რომ შენობა-ნაგებობები სველი წესით არის დამუშავებული, ყველგან ჩატარებულია დეზინფექცია, ყველა ბაღი უსაფრთხოა აღსაზრდელებისთვის და შეუძლიათ თამამად მოიყვანონ ბავშვები.“

შეგახსენებთ, რომ გრიპის ვირუსის გამო სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი ერთი კვირით გადაიდო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება