შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანში პირველად კრივის ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება

სპორტი
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 21 იანვარი 2019
24-დან 27 იანვრის ჩათვლით, გურჯაანი კრივში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს უმასპინძლებს. მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსის ეკა ცისკარაშვილის ინფორმაციით, მსგავსი ჩემპიონატი გურჯაანში პირველად ტარდება.


„ჩემპიონატი კრივის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ტარდება. მასში 2001-2002 წლებში დაბადებული სპორტსმენები მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირი სპორტკომპლექსში გაიმართება და დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 24-ში იქნება გახსნა, 26-27-ში კი ფინალური შეხვედრები ჩატარდება. “

მისივე თქმით, გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებითა და მედლებით დაჯილდოვდებიან.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია