შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სოფელ ბაკურციხეში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალი ამბები
წყარო:  კახეთის ხმა / https://knews.ge/ 
 21 იანვარი 2019

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი და მაღალ გამავლობის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ერთი დაშავებული მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. უწყების ცნობით, ავარიის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ავტორი:ნიკოლოზ ესიტაშვილი

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია