შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ჩვენს გვერდით ბავშვები, ლუკმა-პურის საშოვარზე კვდებიან ქუჩაში"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 იანვარი 2019

იუსტიცის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის განცხადებით,  უსამართლობაა, როდესაც სახალხო დამცველის აპარატის ოფისის  ქირაობა 34 ათასი ჯდება ქვეყანაში, სადაც ბავშვები ლუკმა-პურის შოვნის გამო კვდებიან. აღნიშნულის შესახებ დოლიძე სოციალურ ქსელში წერს:

“გუშინ ქუჩაში პატარა ბავშვი მოკვდა ჯართის ძებნაში. დღეს გავიგეთ, რომ საქართველოს მთავრობამ წლებია ვერ მოახერხა და საქართველოს სახალხო დამცველისთვის მთავრობამ ვერ გამოიყო ფართო ოფისისასთვის და შესაბამისად, დამცველი ოფისში თვეში 34 ათას დოლარს იხდის. უამრავ შენობას შორის მთავრობამ ვერც ერთი ცარიელი სახელმწიფო შენობა ვერ იპოვა, ვერ გაარემონტა, საპრივატიზაციო სიიდან ვერც ერთი შენობა ვერ შეარჩია, ბოლო-ბოლო სახელმწიფო მიწაზე ვარ აუშენა (როგორც ეს თბილისის სასამართლოსთან დაკავშირებით მოხდა, მაგალითად). ამიტომ 34 ათას დოლარს ჩვენ ვიხდით ვიღაცისგან შენობის ქირაობაში, მაშინ როდესაც ბავშვები კვდებიან ლუკმა პურის საშოვარზე ჩვენს გვერდით", - წერს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, თბილისში, უბედური შემთხვევის შედეგად, 13 წლის მოზარდი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წლის გიგა ბაგაშვილი აფრიკის დასახლებაში არსებულ ქაღალდის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯართს აგროვებდა, რა დროსაც თხრილში ჩავარდა, რის შედეგადაც მიწა ჩამოიშალა და ზემოდან დაეყარა.

გიგა ბაგაშვილი სოციალურად დაუცველი ოჯახის ერთ-ერთი წევრი იყო. ბაგაშვილები შვილს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ძებნის ოპერაციაში ჩართულმა სამართალდამცავებმა კი, შემთხვევის ადგილზე მოზარდის ველოსიპედი და წერაქვი აღმოაჩინა. გარდაცვლილი ბიჭის ცხედარს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე და 115 -ე მუხლით დაიწყო.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია