შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ავანტურისტი და თაღლითი ქართველი პატრიოტი, ანუ ამბავი გურული აზნაურისა

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 20 იანვარი 2019

ადამიანს, რომელზეც ქვემოთ გიამბობთ, ქართველ ოსტაპ ბენდერადაც იხსენებდნენ, თუმცა ვასილ დუმბაძე ისეთ დიდ საქმეებს „აიმასქნებდა“, ოსტაპ ბენდერს რომ არც დაესიზმრებოდა. 

გერონტი ქიქოძის მოგონებებზე დაყრდნობით, არსებობს მოსაზრება, რომ ვასილ დუმბაძე არის მიხეილ ჯავახიშვილის ცნობილი პერსონაჟის, კვაჭი კვაჭანტირაძის პროტოტიპი.

გურული მღვდლის შვილმა იმდენს მიაღწია, რომ მილიარდელ მორგანის ფინანსისტი და ყველაზე მდიდარი ქართველი გახდა მაშინდელ სამყაროში.

ვასო დუმბაძე 1881 წელს დაიბადა ოზურგეთის მაზრის სოფელ შემოქმედში. მამამის დავითს მის გარდა 9 ქალიშვილი და კიდევ ერთი ვაჟი ჰყავდა. დავითის უფროსი ძმა, გენერალ- მაიორი ივანე დუმბაძე იმპერატორ ნიკოლოზ მეორის დიდი ნდობით სარგებლობდა და მისი ამალის წევრი იყო. იალტის თავადაც კი იყო დანიშნული და უსაზღვრო ძალაუფლებით სარგებლობდა ყირიმში, რომელსაც „დუმბაზიას“ უწოდებდნენ. ბუნებრივია, ახალგაზრდა ვასოს კარიერის მოწყობაში ბიძა ძალიან დაეხმარა.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ვასო გერმანიაში გაემგზავრა და მაშინვე მოექცა ყურადღების ცენტრში. 1906 წელს ლაიფციგის უნივერსიტეტი დაამთავრა საინჟინრო განხრით. მერე იქვე ორი დისერტაცია დაიცვა და ორივემ დიდი აღფრთოვანება გამოიწვია. ვასომ ამერიკელებისათვის დნეპრის ჭორომების ექსპლუატაციის გრანდიოზული გეგმაც შეადგინა და პეტროგრადის საკანალიზაცი გეგმაც იდეალურად დაამუშავა. მეც­ნი­ე­რე­ბას რომ გაჰ­ყო­ლო­და, იქაც დიდ წარ­მა­ტე­ბებს მი­აღ­წევ­და, მაგრამ ვასომ კომერციას მიჰყო ხელი და ნიჭიერი ფინანსისტის სახელიც მოიპოვა.

ვასილ დუმბაძე

გავლენიანი ბიძისა და მეფისნაცვალ ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვის წყალობით, ვასო დუმბაძე პეტერბურგის უმაღლესი წრეების წევრი გახდა და მალე ძალიან პოპულარულიც შეიქნა გარეგნული მომხიბლაობისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნიკალური უნარის მეშვეობით. ყველაფერ ამას ემატებოდა ვასოს ავანტიურისტული ბუნება და ევროპული ენების —გერმანულის, ინგლისურისა და ფრანგულის ცოდნა. 

და დაიწყო არნახული მაშსტაბის საქმეების ტრიალი. ვასო დაუახლოვდა მილიარდელ მორგანს და მისი დახმარებით რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა. გარდა ამისა, საიდუმლო დიპლომატიურ საქმიანობაშიც ჩაერთო და ყველაზე მსხვილი სამხედრო დაკვეთებიც ჩაიგდო ხელში. 

სწორედ იმ პერიოდში გაიცნო სამხედრო მინისტრ სუხომლინოვის ცო­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ინ­ჟი­ნე­რი და საქ­მო­სა­ნი ნი­კა­ლაი გოშ­კე­ვი­ჩი, შემ­დეგ კი მი­ნის­ტრის ახალ­გაზ­რდა ცო­ლიც. 1914 წელს ვასომ გამოაქვეყნა სუხომლინოვის აპოლოგეტური ბიოგრაფია, რის შემდეგაც თავად მინისტრსაც დაუმეგობრდა. ამ ურთიერთობის წყალობით, დუმბაძე იღებდა საიდუმლო სამხედრო შეკვეთებს, საიდანაც მას მაღალი საკომისიოები ერიცხებოდა.  

მინისტრი სუხომლინოვი და მისი მეუღლეჭიკიპედია / Pუბლიც დომაინ

მინისტრი სუხომლინოვი და მისი მეუღლე

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში, „სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის“ აქ­ტი­უ­რმა წევ­რმა გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა და­არ­წმუ­ნა დუმ­ბა­ძე, რომ ომ­ში რუ­სე­თის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ იმპერია დაიშლებოდა და სა­ქარ­თვე­ლო და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მო­ი­პო­ვებ­და. და  ვასომაც ისეთი საქმეებს მოჰკიდა ხელი, რომლებიც, ერთი მხრივ, ფულის მომტანი იყო და მეორე მხრივ, ძირს უთხრიდა მეფის ხელისუფლებას. 

1915 წელს მსხვილი სამხედრო შეკვეთა მიიღო. ნიკოლოზ მეორის მთავრობამ 15 მილიონი ოქროს მანეთი გამოყო ამერიკელებისგან საარტილერიო ჭურვების შესაძენად. მაგრამ ვასილ დუმბაძემ და გიორგი მაჩაბელმა ჭურვები არა ამერიკაში, არამედ გერმანიაში დაუკვეთეს — ქვეყანაში, რომელიც ომის ერთ-ერთი მხარე იყო და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა — თანაც, სხვა კალიბრისა, ანუ საჭიროზე ერთი მილიმეტრით დიდი. 

საქმე ის იყო, რომ ვასოს და მის მეგობრებს შემუშავებული ჰქონდათ გეგმა, რომლის მიხედვითაც საქართველოს, გერმანიის დახმარებით, დამოუკიდებლობა უნდა დაებრუნებინა. შესაბამისად, დუმბაძე ინტენსიურად თანამშრომლობდა გერმანელ სამხედრო ჩინოსნებთან. რუსეთისგან ფარულად, რაღა თქმა უნდა. 

სპირიდონ კედია, ზურაბ ავალიშვილი, შალვა ამირეჯიბი, სოფიო ჩიჯავაძე-კედია და ვასილ დუმბაძე, გადაღებულია კლამერში, 1936 წელსNატიონალ Lიბრარყ ოფ Gეორგია

სპირიდონ კედია, ზურაბ ავალიშვილი, შალვა ამირეჯიბი, სოფიო ჩიჯავაძე-კედია და ვასილ დუმბაძე, გადაღებულია კლამერში, 1936 წელს

ჭურვები რუსულ ქვემეხებს არ მოერგო. შედეგად, კარპატებამდე მისულმა რუსულმა არმიამ კატასტროფული უკანდახევა დაიწყო, ავსტრია-უნგრეთმა და გერმანიამ კი დიდ წარმატებას მიაღწიეს აღმოსავლეთის ფრონტზე.

რაც შეეხება დუმბაძეს, ამ გარიგებიდან მან ორი მილიონი მანეთი მიითვალა თავის წილად.  

ნიკოლოზ მეორემ, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ვასო დუმბაძის ორმაგ თამაშზე, თუმცა ცნობილი იყო, რომ ეს უკანასკნელი გერმანიის მმართველ წრეებთან მეტად დაახლოებული ბრძანდებოდა, 1915 წლის ზაფხულში ის ზავის დასადებად მიავლინა გერმანიაში.  

დუმბაძემ ისარგებლა ამ მივლინებით და თან წაიღო რუსეთის სამ­ხედ­რო უწ­ყე­ბის მიერ 1909-14 წლებ­ში შედგენილი 13 პუნ­ქტი­ა­ნი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტი. ეს საბუთები, რომლებიც რუსეთის უმთავრეს სამხედრო ღონისძიებათა ჩამონათვალს შეიცავდა, მოწინააღმდეგე ქვეყნის ­საგა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გადაეცა. რუ­სეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბულ­მა დუმბაძემ კი მთავრობას 19 გვერ­დი­ა­ნი მოხ­სე­ნე­ბა წა­რუდგინა, რომლის თანახმადაც, გერ­მა­ნია მზად იყო სე­პა­რა­ტუ­ლი ზა­ვის­თვის. 

რეალურად კი, ვასო დუმბაძის მიერ გადაცემული დოკუმენტაციის წყალობით, გერმანიამ ომი განაგრძო დასუსტებულ რუსეთთან, რასაც საბოლოოდ მართლაც მოჰყვა იმპერიის დაშლა და საქართველოს გათავისუფლება.

რეალურად კი, ვასო დუმბაძის მიერ გადაცემული დოკუმენტაციის წყალობით, გერმანიამ ომი განაგრძო დასუსტებულ რუსეთთან, რასაც საბოლოოდ მართლაც მოჰყვა იმპერიის დაშლა და საქართველოს გათავისუფლება.

თუმცა საიდუმლო დოკუმენტაციის გაქრობის ამბავი ამით არ დასრულებულა. შესაბამისი სამსახურები ვასო დუმბაძეზე გავიდნენ და დააპატიმრეს იგი. სკანდალმა შეიწირა მინისტრ სუხომლინოვის კარიერაც, რომელსაც თანამდებობიდან გადაყენება აკმარეს. ქართველ „პატრიოტ აფერისტს“ კი ჩამოხრჩობა მიესაჯა. 

საბოლოოდ განაჩენი სისრულეში არ მოუყვანიათ, ვინაიდან  იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ დუმბაძეს სიკვდილით დასჯა ოცწლიანი კატორღით შეუცვალა. ერთხელ გაქცევაც სცადა, მაგრამ ფინეთის სადგურზე დააკავეს და ისევ გისოსებს მიღმა დააბრუნეს.

უკვე 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ, სუ­ხომ­ლი­ნოვ-დუმ­ბა­ძის საქ­მე გადა­ი­სინ­ჯა. ყოფილ მინისტრს ამჯერად  კა­ტორ­ღა მი­უ­სა­ჯეს (სა­ი­და­ნაც ის საზ­ღვარ­გა­რეთ გა­იქ­ცა), ხოლო ვასო თავ­დე­ბით გა­მო­იხ­სნა ილია მაჩაბელმა და კი­ევში წა­იყ­ვა­ნა. 

ვასო დუმბაძე (მარჯვნიდან მეორე) და სპირიდონ კედია (მარჯვნიდან მესამე) 

ვასო დუმბაძე (მარჯვნიდან მეორე) და სპირიდონ კედია (მარჯვნიდან მესამე) 

მიუხედავად მწარე გაკვეთილისა, დუმბაძე უკრაინაშიც ჩაერთო რაღაც მაქინაციებში და ახლა იქ მიესაჯა სასიკვდილო განაჩენი. მაგრამ ამჯერადაც გადარჩა, დახვრეტისგან ბოლშევიკმა ლუკიანე თაბუკაშვილმა იხსნა. 

1919 წლის ზაფ­ხულ­ში ვასო სტამბოლს გაემგზავრა, იქიდან კი ჯერ ევროპაში, მერე კი ამერიკაში გადავიდა და 1924 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა.

ავანტურისტი, თაღლითი, აფერისტი — რა ეპითეტითაც უნდა „შეიმკოს“ ვასილ დუმბაძე, ვერაფერი გააუფასურებს იმ ღვაწლს, რომელიც მან სამშობლოსთვის გასწია. როცა საქმე საქართველოს ეხებოდა, ის არც თავს და არც სახსრებს ზოგავდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის რამე ერგო.

ავანტურისტი, თაღლითი, აფერისტი — რა ეპითეტითაც უნდა „შეიმკოს“ ვასილ დუმბაძე, ვერაფერი გააუფასურებს იმ ღვაწლს, რომელიც მან სამშობლოსთვის გასწია. როცა საქმე საქართველოს ეხებოდა, ის არც თავს და არც სახსრებს ზოგავდა იმისთვის, რომ ქვეყნისთვის რამე ერგო.

ვასო ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს, ახალ­გაზ­რდე­ბის­ საკუთარი სახსრებით უფარავდა ამე­რი­კის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბში სწავლის ფულს, უზრუნველყოდა საც­ხოვ­რებ­ლით, საკვე­ბი­თა და სტი­პენ­დი­ით. 

ქართველმა მილიონერმა სე­ნა­ტორ ჰენ­რი ვილ­სო­ნთან ერთად და­არ­სდა „ამე­რი­კუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კავ­კა­სი­ის­თვის", დააინტერესა ამერიკული საზოგადოება ქართული საკითხით და პრეზიდენტ რუზველტამდეც მიაწვდინა ხმა. სამწუხაროდ, იმ კრიზისულ წლებში პატარა საქართველოსათვის თავი არავინ აიტკივა და „დემოკრატიულმა სამყარომ“ ბოლშევიკებთან ურთიერთობა არ გაიფუჭა

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ვასო დუმბაძემ  ცოლად მოიყვანა რვამილიონიანი ტირაჟით გამომავალი ყოველდღიური გაზეთის  „ჩჰიცაგო თრიბუნე-ს“ მფლობელის ქალიშვილი, თუმცა მემკვიდრე არ დარჩენია.

ვა­სო დუმ­ბა­ძე 1943 წელს გარ­და­იც­ვა­ლა ნიუ-იორკ­ში. იქვე დაკრძალეს.  დიდი ქონება დატოვა, რომელიც, მისი ანდერძის თანახმად, საქართველოში მცხოვრებ მისი ოჯახის წევრებს უნდა გადასცემოდა. ხოლო თუ მათგან ცოცხალი არავინ იქნებოდა, მაშინ იმ ფულით მშობლიურ სოფელ შემოქმედში სკოლა და საავადმყოფო უნდა აეშენებინათ.  

ანდერძის აღმსრულებლებმა მოძებნეს ვასო დუმბაძის დები, ოფიციალურად დაადასტურეს მათი ვინაობა და მორგანის ბანკიდან, რომლის ფინანსისტიც გახლდათ ვასო, მათთვის გადასაცემად საბჭოთა კავშირის სახელმწიფო ბანკში 27 მლნ აშშ დოლარიც ჩარიცხეს. მაგრამ ქართველი მილიონრის ოჯახის წევრებსა და მათ შთამომავლებს ერთი ცენტიც არ მიუღიათ. სად გაქრა ეს კოლოსალური თანხა, დანამდვილებით არავინ იცის, თუმცა ადვილი სავარაუდო კია.

ვასილ დუმბაძეNational Library of Georgia

ვასილ დუმბაძე

მინისტრი სუხომლინოვი და მისი მეუღლეWikipedia / Public domain

მინისტრი სუხომლინოვი და მისი მეუღლე

სპირიდონ კედია, ზურაბ ავალიშვილი, შალვა ამირეჯიბი, სოფიო ჩიჯავაძე-კედია და ვასილ დუმბაძე, გადაღებულია კლამერში, 1936 წელსNational Library of Georgia

სპირიდონ კედია, ზურაბ ავალიშვილი, შალვა ამირეჯიბი, სოფიო ჩიჯავაძე-კედია და ვასილ დუმბაძე, გადაღებულია კლამერში, 1936 წელს

ვასო დუმბაძე (მარჯვნიდან მეორე) და სპირიდონ კედია (მარჯვნიდან მესამე)

ვასო დუმბაძე (მარჯვნიდან მეორე) და სპირიდონ კედია (მარჯვნიდან მესამე)

sputnik-georgia.com

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება