შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

“მთავრობის ცვლილებას მაშინ ექნება აზრი, თუ ივანიშვილი თავად გახდება პრემიერი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 იანვარი 2019

“ოცნებაში” დღეს ფორმალური ერთიანობაა. ყველა ჯგუფი ცდილობს გავლენის მოპოვებას ბიძინა ივანიშვილთან - თამაში მიდის, თუ ვინ იქნება პირველი ვეზირი ივანიშვილის კარზე, რომელიც შემდგომ 2020 წლის საპარლამენტო სიას დააკომპლექტებს..

ბიძინა ივანიშვილი რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ თუ დროზე არ ამოქმედდა, მერე ძალიან გვიან იქნება. დრო “ქართული ოცნების” საწინააღმდეგოდ მუშაობს. ამის გააზრებას სოციოლოგიური კვლევები არ სჭირდება. უკვე იქამდე მივიდა საქმე, რომ რაც უნდა მოხდეს, ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებენ. ამიტომ საჭიროა ძალიან სწრაფი მოქმედება და ეს, უპირველეს ყოვლისა, ივანიშვილს ეხება. 

“მთავრობის ცვლილებას მაშინ ექნება აზრი, თუ ივანიშვილი თავად გახდება პრემიერი - თუ ივანიშვილი პრემიერობას არ აპირებს, 2020 წელს ოპოზიციაში ყოფნა მოუწევს.

ვითარება ძალიან რთულია, კომპლექსური მიდგომებია საჭირო, ხელისუფლება კი საზოგადოებრივი აზრის საპირისპიროდ მიდის. თუ ივანიშვილს ის აქვს დაგეგმილი, რომ რაღაც მექანიზმებით ჩამოშორდეს პოლიტიკას, ეს სხვა საკითხია. დღეს “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებისთვის აქვს ორი არჩევანი: დაკარგული ამომრჩევლის დაბრუნება ან ავტორიტარულ რეჟიმად ჩამოყალიბება"- - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია