შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში წმინდაწყალზე მანქანები ერთმანეთს შეეჯახა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 22 იანვარი 2019
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წმინდაწყალზე. გორის მიმართულებით მოძრავი ოპელის მარკის ავტომანქანა ,,ჯიპს" შეეჯახა. ,,ჯიპი" ცხინვალის გზატკეცილიდან ორთაშენის მიმართულებით უხვევდა. შეჯახების შედეგად არავინ დაშავებულა. ,,იმ პატარა მანქანას სათვალეებიანი კაცი მართავდა, ეტყობა ვერ დაინახა, რომ ჯიპი უხვევდა. თუმცა, მაინც ჯიპის მძღოლია დამნაშავე" - გვითხრა სასულიერო პირმა, რომელიც შემთხვევის ადგილზე, იმყოფებოდა. ,,ჯიპის" მძღოლის ინტერესების დასაცავად შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამხედროები, წოდების მიხედვით, ისინი მაღალი რანგის წარმომადგენლები იყვნენ. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია