შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ყველა უბედურება ქვეყანაში, ივანიშვილს ბრალდება"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 იანვარი 2019

„საზოგადოებას არ აინტერესებს „ოცნების“ შიგნით  რა ხდება, ან ვინ ვის კვანტი გამოუდო, რადგან რაც უბედურება ხდება ქვეყანაში, მაინც ბიძინა ივანიშივლს ბრალდება, ასეთია საზოგადოების აღქმა“, - ასე ეხმიანება პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს.

„როდესაც ტრაგედია ხდება, პასუხისმგებლობას პოლიტიკურ ფიგურას აკისრებენ. ოპოზიციაც ზოგადად დაინტერესებულია ხელისუფლების მხილებაში და სადაც სისუსტეს დაინახავს, იქ დაარტყამს. მითუმეტეს, რომ ამ ტრაგედიის შემდეგ ყველა ერთმანეთისკენ იშვერდა ხელს, კალაძემ კი თავისი განცხადებებით ცეცხლზე ნავთი დაასხა. 

„ფაქტია, რომ საქმე ეხება   თბილისის გაზით მომარაგებას და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს, ეს კი კალაძემ კარგად უნდა იცოდეს, რადგან იგი არა მხოლოდ ქალაქის მერი, არამედ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრია.

„რამდენად გამოიყენებს ამ ტრაგედიას ოპოზიცია კალაძესთან პოლიტიკური ბრძოლისთვის, ან თავად რა გადაწყვეტილებას მიიღებს ივანიშვილი, ეს დღეს არავის აინტერესებს, რადგან  რა უბედურებაც არ უნდა მოხდეს ქვეყანაში, მაინც ბიძინა ივანიშვილს ბრალდება, ალბათ ისეთიც, რომლის აზრზეც თვითონაც არ არის. ასეთია საზოგადოების აღქმა და დღევნედელი მოცემულობა.

„არ მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი ისეთი მიამიტი იყოს, რომ ამას ვერ გრძნობდეს, რა შეიძლება მოყვეს, თუ ჩრდილში იქნება. ამიტომ ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის მისი გაპრემიერება, რადგან დისტანციურად, პულტით ქვეყნის მართავამ სადამდე მიგვიყვანა, ვნახეთ.

„საზოგადოებას  დღეს რეალური ნაბიჯები აინტერესებს  და არ ის, რა ხდება დღეს „ოცნებაში“, ვინ ვის  კვანტი გამოუდო, ან ვინ ვის  უპწკინა, წავა თუ არა ოპოზიციაში ბესელია, ან რა ელის კალაძეს. გადაჭარბებული მგონია მოსაზრება მათი პოპულარობის შესახებაც. პირადად მე  ვერ ბესელიას და  ვერც კალაძეს სერიოზულ პოლიტკურ ფიგურებად ვერ მივიჩნევ და არ მგონია, რომ მათ რაიმე ბერკეტები გააჩნდეთ. რა, ახალ პარტიას შექმნიან?“ - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია