შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"კანდიდატი, რომელიც მის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, ევროკომისიის პრეზიდენტად მუშაობს "

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 21 იანვარი 2019

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე სოციალური ქსელის საშუალებით “ქართული ოცნების” დეპუტატის ნინო წილოსანის ბიუროს მიერ გამოცხადებული ვაკანსიის პირობებს ეხმაურება. ფოფხაძის თქმით აღნიშნული ვაკანსიის მოთხოვნებს მხოლოდ ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი აკმაყოფილებს.

“ქართული ოცნების დეპუტატ ნინო წილოსანის ბიურო აცხადებს ვაკანსიას, დეპუტატის თანაშემწის პოზიციაზე, რომლის მოთხოვნებიც ყველა მოლოდინს აჭარბებს… მდააა, წავიკითხე მოთხოვნები და მყავს ერთი კაი კანდიდატი ამ მოთხოვნების ყველა პუნქტს რო აკმაყოფილებს და ქე შევთავაზებდი მარააა… ევროკომისიის პრეზიდენტად მუშაობს ის კანდიდატი ამჟამად”-წერს გიორგი ფოფხაძე.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
პოლიტიკა