შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"საეკლესიო სასამართლოს პირობებში, მსგავსი საქციელი შეუძლებელი იქნებოდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 22 იანვარი 2019

საპატრიარქოს ადმინისტრაციასთან დაახლოებული, საპატრიარქოს ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი არ ერიდება სიცრუეს, სიყალბეს, კადნიერებასა და უმსგავსობას. ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ მსგავსი ქმედებების მიმართ დაუსჯელობის სინდრომი შეიმჩნევა, რაც მიმაჩნია რომ საგანგაშოა. საეკლესიო სასამართლოს მოქმედების პირობებში მსგავსი საქციელი შეუძლებელი იქნებოდა. 

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს განცხადება ყოველთვის ერისა და ეკლესიის სიყვარულითა და დაგროვილი პრობლემების მიმართ გულისტკივილით იყო და არის გაჯერებული, რომლის დანახვა მავანთ არ სურთ, რამეთუ უკეთურებით არიან ძლიერნი, შეიყვარეს სიბოროტე სიკეთეზე მეტად და სიცრუე სიმართლეზე მეტად. 

წმინდა ამბროსი აღმსარებელის სიტყვით რომ ვთქვათ: ,,საჭიროა ჩვენთვის თვითონ ვიყოთ შეიარაღებული ცოდნით და მასთან შეთანხმებულის ცხოვრებით იმისთვის, რომ სხვებს ვასწავლოთ და ვუქადაგოთ სარწმუნოებრივი ჭეშმარიტება. ეს სიტყვები მამხილებელია განსაკუთრებით ჩუენი ეკლესიის მსახურთათვის, ვინაითგან ჩუენი სამღვდელოების შესამჩნევად დიდი ნაწილი მოუმზადებელი, უსწავლელი, უმეცარი, უდისციპლინო და შეუგნებელია'. უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის სიმართლე სიმართლე არს უკუნისამდე და სჯული მისი ჭეშმარიტ. 

VI მსოფლიო კრების 34-ე კანონი მსგავს ქმედებებს მკაცრად კრძალავს და განაჩენს: ,,საღვთო კანონის განცხადებით, თანამზრახველობითი დანაშაული, ან ბრბოს თავშეყრა შეთქმულების მიზნით, გარეშე [სამოქალაქო] კანონებითაც იკრძალება; მით უფრო დაუშვებელია მსგავსი ქმედება საღვთო ეკლესიაში, - ნუ იყოფინ! აქედან გამომდინარე, წესრიგის დასაცავად ვადგენთ: თუ რომელიმე კლერიკოსი ან მონაზონი ბოროტთანამზრახველობას და შეთქმულებაში იქნება მხილებული, ანდა, ეპისკოპოსის, ან თანამოძმის წინააღმდეგ ვერაგობაში, სრულიად განიკვეთოს თავისი ხარისხიდან'(მოც. 31; IV მსოფლ. 18; ანტიოქ. 5; კართ. 10; ორგზი. 13,14,15). 

ზემოხსენებულმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა კარგად რომ გააცნობიეროს მღვდელმთავრის მიმართ წაყენებული მოთხოვნები, ვგონებ შეგნებულ სინანულს არ დააყოვნებდა!.." - წერს მამა ანდრია.

 


შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა, მეუფე პეტრეს მიმართ კრიტიკული განცხადებები გააკთეა. "ერთ-ერთი მღვდელმთავარი ისე გალაღდა, რომ პატრიარქ უდიერად მოიხსეენია... ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ამით საკუთარი თავი დააშორა ეკლესიას. თუ ეს საკითხი დროზე არ მოგვარდა , პრობლემები იქნება" - განაცხადა დეკანოზმა.
სასულიერო პირმა ტელევიზიებიც გააკრიტიკა და თქვა, რომ სწორედ იქ შუქდება მღვდელმთავრის პოზიციები.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია