შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბაღებში თანამშრომლებისა და ბავშვებისთვის წითელაზე აცრა სავალდებულო გახდა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 22 იანვარი 2019
„ყველა ბავშვისგან ვითხოვთ ჯანმრთელობის ცნობას, სადაც დაფიქსირებული იქნება, რომ მას ყველა აცრა ჩატარებული აქვს. თუ არ აქვს მაშინ აუცილებლად უნდა აცრან და ისე მიიყვანონ ბაღში. ყველა ბაღის მენეჯერი გაფრთხილებულია ამასთან დაკავშირებით“, – გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა მარინა მერაბიშვილმა. მშობლებმა ბაღებში 25 იანვრის ჩათვლით უნდა წარმოადგინონ ბავშვების განახლებული ჯანმრთელობის ცნობა. „წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი არ დაიშვება ბაღში“, – ამბობს მერაბიშვილი. წითელას აცრაზე საბავშვო ბაღებში ცნობის წარდგენა სავალდებულო საქართველოს მთავრობის განკარგულებით გახდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით უნდა აიცრან ბაღის თანამშრომლებიც. „აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება“.ახალციხის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ინფორმაცია აცრების ვალდებულებასთან დაკავშირებით ყველა საბავშვო ბაღს მიაწოდეს: „უკვე მოვახსენეთ ყველას ამის შესახებ. ზოგს ნამდვილად არ ახსოვდა გაკეთებული ჰქონდა თუ არა აცრა“, – აცხადებს მერაბიშვილი.[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
სამხრეთის კარიბჭე

სოფელი მთაში [ფოტო]

საზოგადოება