შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ერთი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული – ავარია ნინოწმინდაში

სამართალი
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 23 იანვარი 2019
შემთხვევა, დაახლოებით, 11:30 საათზე სოფელ სათხასთან მოხდა. ერთმანეთს „ჟიგულისა“ და „ოპელის“ მარკის მანქანები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად 1950 წელს დაბადებული კაცი ადგილზე გარდაიცვალა. ოთხივე დაშავებული ნინოწმიდნის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა. თუმცა მათ შორის ერთი, რომელის მდგომარეობაც მძიმეა, ახალქალაქის საავადმყოფოში გადაჰყავთ. „სამი პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი კი რომელიც მძიმედ იყო, ახალქალაქის საავადმყოფოში გავწერეთ“, – გვითხრა ნინოწმინდის საავადმყოფოში მორგე ექიმმა ლამარა დემეტრაძემ. მომხდარს ნინოწმინდის რაიონული სამმართველო სისხლის სამართლის კოდექსის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რომლის შედეგადაც ადამიანი გარდაიცვალა. [მარიამ ბარძიმაძე, ნინოწმინდა]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება