შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კომპანია „არემჯიში“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით სპეციალისტების გადამზადება მიმდინარეობს

ეკონომიკა
წყარო:  გაზეთი ბოლნისი / http://bolnisi.ge/ 
 23 იანვარი 2019

კომპანია „არემჯიმ“ შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოო პროცესის  მოდერინიზაციის მიზნით, თანამედროვე სამთო კარიერული მრეწველობისთვის განკუთვნილი ფინური წარმოების მძიმე ტექნიკა – SANDVIK-ის D245S  ტიპის ორი საბურღი დაზგა შეიძინა. აღნიშნულ ტექნიკაში  კომპანიის მხრიდან 2 200 000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელდა. ამ ეტაპზე „არემჯის“ ექვსი წამყვანი სპეციალისტი მწარმოებლის წარმომადგენლების მიერ გამართულ ტრენინგებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ სწავლებას კომპანიის სასწავლო ცენტრში გადის.  

5 დღიანი ტრენინგის ფარგლებში ფინური მწარმოებელი კომპანიის ტექნიკური სწავლების ინსტრუქტორი „არემჯის“ შესაბამის თანამშრომლებს დანადგარის მოწყობილობის შესახებ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას გაუზიარებს.  აღნიშნული საბურღი არის უახლესი, კომპაქტური და  ძლიერი დანადგარი, რაც პროდუქტიული და ეკონომიურია ჭაბურღილების თანამედროვე სტანდარტებით მოსამზადებლად. მსგავსი  საბურღი დაზგები  ნახშირის, სპილენძისა და ოქროს მოპოვებისთვის არის განკუთვნილი და მისი გამოყენება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება. „არემჯის“ საერთო საწარმოო მოდერიზაციის პროცესში  მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის უახლესი დანადგარების შეძენა და მათი წარმოების პროცესში გამოყენება.

„ჩვენთვის უმთავრესი ფასეულობა – ადამიანის ჯანმრთელობა და მისი უსაფრთხოებაა, სწორედ ამიტომ ბოლო პერიოდში კომპანიაში განხორციელებული სხვადასხვა სახის ინვესტიცია პირველ რიგში ჩვენთან დასაქმებული პერსონალისთვის  უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. 2018 წელს ამ კუთხით კომპანიამ 10 მლნ დოლარი დახარჯა. შევიძინეთ ტექნიკა, რომელიც ემსახურება როგორც საწარმოო პროცესს, ისე მიმდებარე ტერიტორიაზე ცენტრალური გზების მორწყვასა და გარემოს გაუმჯობესებას. ვფიქრობ, მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის ჯეროვნად გადამზადება შესაბამისი დარგის კვალიფიციური სპეციალისტების მიერ.“ – განაცხადა RMG-ის წარმოების დირექტორმა კობა მენაბდიშვილმა.


სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება
სპორტი
გაზეთი ბოლნისი

,,სიონი“- ,,დინამო“