შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

კარალეთის კოტეჯებში ასფალტი დაიგება

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 24 იანვარი 2019
კარალეთის დევნილთა დასახლებაში არსებული გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 3,9 მლნ ლარი გამოიყო. ამის შესახებ qartli.ge-ს მერიიდან აცნობეს. ადმინისტრაციის ცნობით, კარალეთის დევნილთა დასახლების 3-ვე უბანზე ასფალტი დაიგება. გზების საერთო სიგრძე 6 კმ 889 მ-ს შეადგენს. გამარჯვებული კომპანია 2019 წლის 13 თებერვალს გამოვლინდება. სამუშაოები გაზაფხულიდან დაიწყება და გეგმის მიხედვით 6 თვეში უნდა დასრულდეს. 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია