შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ბავშვმა მისი გატაცების შესახებ ამბავი მოიგონა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 24 იანვარი 2019
შიდა ქართლის პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს შეტყობინება ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, 10-წლამდე ასაკის ბავშვმა ამბავი მოიგონა. შემთხვევა დღეს მოხდა. მოსწავლემ სკოლიდან შინ მისვლა დააგვიანა. დაგვიანების მიზეზად დედასთან აღნიშნა, რომ იგი უცნობი პირის მიერ იყო გატაცებული. ბავშვის მონათხრობით, სკოლიდან გასვლისას შავ მანქანაში სათვალიანმა პირმა ძალით ჩააგდო. შემდეგ ,,გამტაცებელმა" მანქანა იგოეთთან გააჩერა და ტელეფონით დაიწყო საუბარი. ,,დრო ვიხელთე, მანქანიდან გადავხტი და ლეხურას პირზე დავეშვიო" - მოუყვა ბავშვი მშობელს. ფაქტის შესახებ qartli.ge-ს ბავშვის ახლობელმა შეატყობინა. მისი ცნობით, მოზარდი მშობელთან ერთად პოლიციის შენობაში დასაკითხად იმყოფებოდა და ყურადღების მიქცევა ითხოვა.  პოლიციამ სკოლიდან ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და ამოღება დაიწყო.  მას შემდეგ, რაც დედა ცუდად გახდა, შვილმა გადაწყვიტა  სიმართლე ეთქვა - რომ ამბავი მოიგონა. პოლიციამ მოკვლევა შეწყვიტა.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები