შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"სააკაშვილს ვერ გააჩერებ, იგი პოლიტიკაში ვერცხლის წყალივითაა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 23 იანვარი 2019

"ოცნება" მმართველი ძალაა და სწორედ მან უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე- აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელვა "რეზონანსთან", სადაც ის "ოცნებაში" არსებულ სიტუაციასადა ოპოზიციის რესურსზე საუბრობს: 

"თუ დღეიდანვე არ დაიწყებს ბიძინა ივანიშვილი ცვლილებებს, მაშინ ცვლილებები თვითონ ბიძინას შეეხება. რაც ქვეყანაში ხდება, ამას ანალიზი სჭირდება, აბა რისთვის ხვდება ამ ხალხს, ფეხბურთზე სალაპარაკოდ ხომ არა? მმართველმა ძალამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქვეყნის მართვაზე; ან უნდა თქვან, რომ არ შეუძლიათ და მაშინ საზოგადოებაში გამოჩნდება სხვა ძალა, რომელიც იტყვის, რომ მე ვარ მზად და ავიღებ ხელში მართვის სადავეებსო.

ოპოზიციის რესურსი დამოკიდებულია იმაზე, რამდენ შეცდომას დაუშვებს "ოცნება" და ამის მიხედვით გაიზრდება რესურსიც. ვერც სააკაშვილს გააჩერებ, იგი პოლიტიკაში ვერცხლის წყალივითაა. მართალია უკრაინის პოლიტიკიდან დაასვენეს, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში საცეცები კიდევ დარჩა და ახალ-ახალ ვერსიებს სთავაზობს. რამდენად გამოუვა ემიგრანტების ჩამოყვანა და აქ სიტუაციის შეცვლა, არ ვიცი, არა მგონია, რომ ემიგრანტებმა მისი მოწოდებები გაიზიარონ, თავიანთი პრობლემები აქვთ, მაგრამ სააკაშვილი "ოცნების" ყველა შეცდომას რომ თავის სასარგელოდ გამოიყენებს, ფაქტია, ამიტომ ცვლილებები დღეიდანვე უნდა დაიწყონ და საქმეს მიხედონ."-აცხადებს პოლიტოლოგი. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია