შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

საქართველოს მწვანეთა მოძრაობამ’ ახალციხეში საკონსულტაციო ცენტრი გახსნა

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 24 იანვარი 2019
„მწვანეთა მოძრაობის“ ოფისი ახალციხეში კეცხოველის N7 -ში იქნება.როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, პროექტის მიზანია გარემოსდაცვითი კუთხით, მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ევროკავშირის დირექტივებთან დაკავშირებით, ასევე ადგილობრივი კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მხარდაჭერა და სოციალური ჯგუფების მობილიზაცია.„საკონსულტაციო ცენტრი იქნება სამოქალაქო სექტორისთვის, დაინტერესებული საინიციატივო ჯგუფებისთვის, მოქალაქეებისთვის და თვითმმართველობისთვის, იმისთვის, რომ უფრო იოლად გავიგოთ რა არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი და როგორ უნდა ჩაერთოს სამოქალაქო სექტორი კანონის აღსრულებაში“, – განმარტავს ნინო ჩხობაძე.ადგილობრივებს შეეძლებლობა ექნებათ აქტიურად ჩაერთნონ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში და იმოქმედონ გარემოსდაცვით გადაწყვეტილებების მიმღებ პირებზე გარემოს სასარგებლოდ. ასევე აქტიურად ჩაერთონ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასებისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის პროცესში.საქართველოს მწვანეთა მოძრაობის ახალციხის ოფისს შორენა ხმალაძე უხელმძღვანელებს. მსგავსი ოფისებია მცხეთა-მთიანთში, იმერეთსა და რაჭა-ლეჩხუმში.[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება