შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

სკოლებში უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მეტალო-დეტექტორებით აღიჭურვებიან

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 25 იანვარი 2019
2021 წლის ბოლომდე პოლიციის აკადემიაში გადამზადდება 1 300 მოქმედი მანდატური, რომელსაც შსს-სა და განათლების სამინისტროს მიერ შექმნილი ახალი სასწავლო მოდული არ გაუვლია. ამის შესახებ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსმა გელა გელაძემ განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან და მის მოადგილე ნათია ზედგენიძესთან ერთად გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა.როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ასევე, გაგრძელდება იმ საჯარო სკოლების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების გადამზადება, მაგალითად, სკოლის დირექტორის მოადგილეების, სადაც მანდატური არ არის და მისი შეყვანა მოგვიანებით იგეგმება.პრეზენტაციაზე გელა გელაძემ მანდატურის სამსახურის თანამშრომლების ანაზღაურებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, მათი ანაზღურება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 200 ლარით გაიზარდა.განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ინფორმირების მიზნით სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს ინტერნეტ-პორტალი www.befriend.mes.gov.ge, რომელიც წლის განმავლობაში საბოლოო სახით მოდიფიცირდება. როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ფსიქოლოგის კონსულტაცია როგორც ონლაინ რეჟიმში, ასევე, მობილური აპლიკაციის მეშვეობით იქნება შესაძლებელი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, მანდატურის სამსახური წარმოდგენილია 458 სკოლაში და სულ დასაქმებულია 1 300 მანდატური. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვირდებისა და პოპულარიზაციის მიზნით, მანდატურებისა და სკოლის მოსწავლეების ჩართულობით, მთელი საქართველოს მასშტაბით სპორტული ღონისძიებები გაიმართება.[sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია