შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ხაშური-სურამის გზაზე სატვირთო ავტომანქანა რკინიგზის ხიდის ქვეშ გაიჭედა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 25 იანვარი 2019
ხაშური-სურამის გზაზე მდებარე სარკინიგზო ხიდზე ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინჟინრები დეფორმირებულ სარკინიგზო ხაზს ასწორებენ. როგორც ირკვევა, დღეს, ხიდის ქვეშ სატვირთო ავტომანქანა ვერ გაეტია. გადამზიდავის გაბარიტები საკმარისი არ აღმოჩნდა. მისი გავლის დროს,  ხიდმა დეფორმაცია განიცადა. ფოტომასალას ,,გირჩის" ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი ზაზა მეხრიშვილი ავრცელებს.  ,,დღეს საღამოს, ხაშური-ლიხის მონაკვეთზე რკინიგზის ხიდს, სატვირთო მანქანა დაეჯახა. უსაფრთხოების მიზნით 1 საათით შეფერხდა მატარებლების მოძრაობა და გაჩერდა თბილისი ფოთის მატარებელი. ამჟამად მოძრაობა აღდგენილია. ადგილზე უსაფრთხოების შემოწმების და მოკვლევის მიზნით მუშაობენ საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურები." - აღნიშნულია რკინიგზის დეპარტამენტის განცხადებაში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია