შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

ქუთაისი რუმინეთის ქალაქ იაშს დაუმეგობრდა

თვითმართველობა
წყარო:  New Press / http://newpress.ge/ 
 25 იანვარი 2019

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, ქუთაისსა და იაშს შორის პარტნიორობას ხელი რუმინეთის ქალაქ იაშში უკვე მოეწერა. ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები რუმინეთში საქმიანი ვიზიტით იმყოფებიან.

შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს შემდეგ სფეროებში: განათლება, კულტურა, სპორტი, ჯანდაცვა, ტურიზმი, გარემოს დაცვა. აღნიშნულ სფეროებში ადგილობრივი საჯარო ადმინისტრირების ორგანოები საკუთარ გამოცდილებას გაცვლიან. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილი იყო სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. საზეიმოდ გაიხსნა ქართველი პოეტის, ბესარიონ გაბაშვილის ბიუსტი. გახსნის ცერემონიას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ბექა ყურაშვილი, ქუთაისის საკრებულოს წევრები, ლაშა გვენეტაძე, ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი, იაშის მერი მიხაილ ჩირიცა, საქართველო-რუმინეთის პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები დაესწრნენ. ქალაქ იაშში ასევე მოეწყო რუმინულ ენაზე ბესარიონ გაბაშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია