შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გორში პოლიციელები აცხადებენ, რომ მათ 22-წლის ბიჭმა აგინა

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 26 იანვარი 2019
გორის უნივერსიტეტის მესამე კორპუსთან პოლიციელებმა 22 წლის ბიჭი დააკავეს. ბრალდების მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცმა სამართალდამცავებს აგინა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ჩვენებებში აღნიშნავენ, რომ მოქალაქე მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, ხოლო ნასვამ ახალგაზრდას წესრიგისკენ მოუწოდებდნენ. გამოძიება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით (წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა) მიმდინარეობს. მასალები სამხრე კამერების ჩანაწერებით განსახილველად გორის სასამართლოში გაგზავნეს.  
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები