შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თალაკვაძე თბილისის მერს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 იანვარი 2019

მინდა ვუთხრა გიგი უგულავას, რომ დიახ, ის საქმეები, რომელიც მან ჩრდილში გააკეთა, გამოვიდა სააშკარაოზე და თბილისის მერმა მოაგვარა საკითხი ისე, როგორც თბილისს სჭირდებოდა ეს, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დედაქალაქის მერის, კახა კალაძისგანცხადებას, რომლის მიხედვითაც ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.

თალაკვაძე თბილისის მერს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

„მინდა გამოვეხმაურო თბილისის მერის კახა კალაძის ბრიფინგს და მინდა მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო 2 დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც გიგი უგულავამ გააკეთა. მან თქვა, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდან კალაძეო. როგორც ჩანს, გიგი უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კახა კალაძის მოსაგვარებელი. კალაძემ შეძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა, წარმატებით მოაგვარა. ეს არის მაგალითი, თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის და ლიდერობის მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იყო დიდი სკეპტიციზმი ამ საკითხზე წინასწარ, მაგრამ კალაძემ შეძლო, რომ ყველა ინტერესი თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე ინვესტორთან შეთანხმება მოხერხდა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია