შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ოცნების დაშლის პროცესს ივანიშვილი ვერ შეაჩერებს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 იანვარი 2019

"თითქოს პროცესი ჩაწყნარდა, მაგრამ "ოცნებაში" გაჩენილი ბზარი უფრო დიდ ნაპრალად იქცევა"- ასე ეხმიანება პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია მმართველ გუნდში მიმდინარე მოვლენებს.

"ერთი შეხედვით ივანიშვილის ჩარევით პროცესი ჩაწყნარდა, მაგრამ ბზარი, რომელიც გაჩნდა, უფრო დიდ ნაპრალად იქცევა. მრჩება შთაბეჭდილება, რომ "ოცნებაში" ის პროცესი დაიწყო, რაც ადრე "ნაცმოძრაობაში", არავინ იფიქრებდა, რომ ასეთი შეკრული გუნდი დაიშლებოდა. მითუმეტეს, რომ "ოცნება" ასეთი შეკრული არ არის, მათ ერთი ადამიანი აკავშირებთ.

რაც არ უნდა ეცადოს ივანიშვილი შეაჩეროს პარტიაში რღვევის პროცესი, ვერ შეაჩერებს, ეს გარდაუვალია, რადგან საკმაოდ მომწიფდა განსხვავებული აზრი; ისიც აშკარაა, რომ 2020 წელს არჩევნებს ვერ მოიგებს, რადგან რაიმე ახალი კონცეფცია შექმნას საზოგადოებას რომ შესფავაზოს, ამის რესურის არ აქვთ. ამიტომ, "ოცნების" შიგნით ეს კარგად იციან და როგორც ცალკეული ჯგუფები, ისე პიროვნულ დონეზე გადარჩენის გზებს ეძებენ.

 გაერთიანების გარეშე წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწევენ. ამიტომ "ოცნების" გარეთ დარჩენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ შეხების წერტილი უნდა მოძებნოს. ეს რთული იქნება, რადგან არაერთი ფაქტორი უშლის ხელს, მათ შორის სააკაშვილის. გამარჯვებისთვის კი საჭიროა, არა მხოლოდ პარტიების კოორდინაცია, არამედ საზოგადოების ჩართვა პოლიტიკურ პროცესებში. ისე, როგორც ეს მოახერხა "ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლამდე და დიდი კოლიციაც შექმნა. ვფიქრობ, ოპოზიციამ ეს პროცესი აქედანვე უნდა დაიწყოს და 2020 წლამდე ჩამოყალიბდეს როგორც ძლიერი ალტერნატივა."

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია