შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

'ახლა, "ოცნებას" აქვს ყველას და ყველაფრის ვალი"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 25 იანვარი 2019

"სიცრუის "მატირაჟირებელი" რ2-ის ჟურნალისტის სახლისთვის სროლა მოსულა, თუ გასრულა პროვოკაციაა, ან/და ჰოლანდიიდან ისროლეს, უბრალოდ ერაძის სახლს "მოარტყეს"? "ქართულ ოცნებას" ქონდა უდიდესი პრივილეგია და უპირატესობა - პოლიტიკურიც და მორალურიც. მას არავის ვალი არ მართებდა. 2012-ში ყველამ საკუთარი "თავისუფლებისთვის", ზოგმა ქუჩაში, ზოგმა სახლში, ზოგმა დარბაზში ცემისთვის იბრძოლა. ახლა, "ოცნებას" აქვს ყველას და ყველაფრის ვალი - გეგეშიძე-მოჭიდავეებიდან დაწყებული, დაუვ(ბ)არცხნელი კობახიძით, ნარცისი მდინარაძით გაგრძელებული და საქართველოს "მართლმადიდებელი" ქურუმთა სექტით დასრულებული. ამასაც ხომ ნიჭი უნდა - "ნიჭი ბიძიკო, ნიჭი..."წერს ანალიტიკოსი, გოჩა მირცხულავა, რომელიც ასევე ეხმაურება ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, გეგა გეგეშიძისმხრიდან ზურაბ დათუნაშვილზე განხორციელებულ ფიზიკური ძალადობის ფაქტს: 

ყელში მაქვს მობჯენილი შუბის წვერი და... ვიფიქრე გავატარებ თემას - ვერ შევძელი! ეს ტიპები არიან საქართველო და მათმა გამარჯვებებმა უნდა აღმაფრთოვანოს? ამათ როგორ უნდა მისცე უფლება დროშა შემოიხვიონ და მათი გვარის გასწვრივ Georgia ეწეროს? ამათმა გამარჯვებებმა და მათი წარმატების გამო აჟღერებულმს ჰიმნმა როგორ უნდა დამბურძგლოს? “ვძალადობო”, ეგეც ძალადობააო - როგორ ესმის სპორტის არსი, ოლიმპიური პრინციპები ხედავთ? იმან კიდევ ქვეყანა ჩამოიშლებაო - “ფეხი დამადგით” საპირწონედ... რა სამარცხვინოა ეს ყველაფერი... იმ

მოსამართლის დედა ვატირე, შინაგანი რწმენით რომ გაიაზრა ქვეყნის ჩამოშლის საშიშროება... ფუი, ფუი და კიდევ ერთხელ ფუი.".. 

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია