შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"ბატონმა ბიძინამ მხარი დაუჭირა მთელ გუნდს, მაგრამ უფრო პარლამენტის თავმჯდომარეს"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 26 იანვარი 2019

მხარი დაუჭირა ბატონმა ბიძინამ მთელ გუნდს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხარა პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს, - ამის შესახებ„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემგანაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულის მიზეზი ირაკლი კობახიძის განცხადება იყო, რომელიც არა ემოციური, არამედ შინაარსობრივად გამართული და სამართლებრივად მოწოდებული იყო.

„მხარი დაუჭირა ბატონმა ბიძინამ მთელ გუნდს, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიხარა პარლამენტის თავმჯდომარის მხარეს, ერთი მიზეზის გამო - პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, რომ წარმოდგენილი სია პარლამენტში ვერ გავა. მისი უკან დაბრუნების პროცედურა არ არსებობს, იურიდიულად იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ დაურღვევია კანონი, მაგრამ შევიმუშავებთ იმგვარ კანონს, რომელსაც უკუქმედების ძალა ექნება. ბატონ ირაკლი კობახიძის დამოკიდებულება იყო შინაარსობრივად გამართული და სამართლებრივად მოწოდებული და არა ემოციური, რომ აი ახლა ავიღოთ და ეს 10-კაციანი სია დავკეცოთ, ჩავდოთ კონვერტში და გავაგზავნოთ სწრაფი წესით“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია