შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

„დონბასის“ მებრძოლი ლუკა ჩხეტიას მშობლები პროკურატურასთან შიმშილობის აქციას გეგმავენ

ახალი ამბები
წყარო:  Live Press / http://www.livepress.ge/ 
 27 იანვარი 2019
„დონბასის“ მებრძოლი ზუგდიდელი ლუკა ჩხეტიას ოჯახი საპროტესტო აქციებით იმუქრება. დაკავებულის ბიძაშვილის, მანუჩარ ჩხეტიას თქმით, ისინი თბილისში, მთავარ პროკურატურასთან 31 იანვარს გეგმავენ შეკრებას. შიმშილობას აპირებენ დაკავებულის მშობლები.

მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოში ლუკა ჩხეტია დაახლოებით ერთი კვირის წინ მოათავსეს ფსიქიკური აშლილობით.

„ადვოკატის თქმით, ისეთი რაღაცები მოუწყვეს ციხეში, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს. ეს ყველაფერი კრიმინალი გახარიას ინტერესშია. ის არის ამ ყველაფრის თავი. დღეს საქართველოს ჰყავს შინაგან საქმეთა მინისტრი ქურდების ძმაკაცი გიორგი გახარია. ლუკა ჩამოვიდა საკუთარ ქვეყანაშ, კრიმინალმა გახარიამ კი იარაღი ჩაუდო“, - უთხრა „ლაივპრესს“ მანუჩარ ჩხეტიამ.

მისივე თქმით, დაკავებულის ოჯახი საქმეში სახალხო დამცველის ჩართვასაც ითხოვს.

თბილისში ლიხაურის ქუჩაზე დაკავებულებს, მათ შორის ლუკა ჩხეტიას თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა 4 დეკემბერს შეუფარდა.

ლუკა ჩხეტიას ოჯახი აცხადებს, რომ დაკავებული თბილისში ოპოზიციის მიტინგზე დასასასწრებად ჩამოვიდა. მას იარაღი არ ჰქონდა. გამოძიება კი დაკავებულებს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვასა და ჯგუფურად შეძენას ედავება.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები