შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თამარ მეფის წარმოთქმული სიტყვა მეფედ კურთხევისას

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
 26 იანვარი 2019

თამარ ბაგრატიონი მეფედ 1184 წელს ეკურთხა. კურთხევის შემდგომ, ტახტზე ასვლისას მის მიერ წარმოთქმული სიტყვის ტექსტი შემოგვინახა ისტორიამ, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა:

"შიშველი მოველ და შიშველადვე მეგულების განსვლად ამიერ სოფლით. ყოველივე ქვეყნიური აქვე დარჩება. არ არის აქ ჩემი საკუთრო და სამეფო ჩემი - კუთვნილებაა თქვენივე. მე ამამაღლა განგებამ მისთვის, რომ თქვენდა საკეთილდღეოდ აღვამაღლო სამეფო და განა შევძლებ მე ამას, უძლური დედაკაცი, თუ არა თქვენის დახმარებითა და თანამშრომლობით? პირველად თქვენ მოგმართავთ მამაჩემის გაწვრთნილნო, მხედართმთავარნო მეომარნო - მომეცით შეძლება, რომ პირველ ყოვლისა გავიმაგრო სამეფო საზღვრები გარეშე მტრების მოსაგერიებლად. მერმე მივჰყოფთ ხელს შინაგან განწესრიგებას და თქვენ უნდა მიწინამძღვროთ წმინდა მამებო, რადგანაც თქვენ, როგორც სასულიერო წოდებას, გაწევსთ ორგვარი მოვალეობა: ხორციელი და სულიერი, რისთვისაც მოგელისთ ორკეცი მადლობა - აქ მეფის და იქ - ზეციური კურთხევა. ხოლო თქვენ დიდებულნო და ერისთავნო, შემიწყვეთ ხელი, რომ მივსცეთ გზა და განი სწავლას, შრომას და ნიჭს, რომელთაც ქვაკუთხედად უნდა დაედვას საერო სიყვარული."

დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია