შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მინისტრი: არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგვარი მომზადება სჭირდებოდეს

განათლება
წყარო:  http://batumelebi.netgazeti.ge / ბათუმელები 
 28 იანვარი 2019
საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, გამოცდების ახალი მოდელის პრინციპი ეროვნული გამოცდების საკითხების  სასკოლო პროგრამასთან დაახლოება იქნება. „ჩვენ თუ ვსაუბრობთ ძირეულ რეფორმებზე, განათლების ხარისხის ორიენტაციაზე, პირველ რიგში რაც გვჭირდება, სკოლას უნდა ჰქონდეს თავისი როლი. სკოლის როლის დაბრუნების გარეშე მაღალი განათლების ხარისხზე საუბარი ზედმეტია. ბავშვებსა და მშობლებს ორიენტაცია უნდა ჰქონდეთ არა საგამოცდო სისტემაზე, არამედ ცოდნის მიღებასა და გამოყენებაზე. არ შეიძლება გამოსაშვებ და ეროვნულ გამოცდებს სხვადასხვაგარი მომზადება სჭირდებოდეს.  შესაბამისად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საგამოცდო პროგრამა მაქსიმალურად დაუახლოვდეს სკოლის პროგრამას,“ – განაცხადა მინისტრმა დღეს, 28 იანვარს, გამოცდების ახალი მოდელის პრეზენტაციაზე. ახალი მოდელის მიხედვით, მე-11 კლასის საატესტატო გამოცდები 2019 წლიდან გაუქმდება, ეროვნულ გამოცდებზე კი სავალდებულო მხოლოდ სამი საგნის ჩაბარება იქნება. ამავე თემაზე:  ზოგადი უნარების ჩაბარება სავალდებულო აღარ იქნება – ცვლილებები გამოცდებზე
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია