შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

"დღე, როდესაც საქართველოში დემოკრატია მოკვდა"

პოლიტიკა
წყარო:  გურიის მოამბე / http://guriismoambe.com/ 
 27 იანვარი 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთერთ ინტერნეტ-გამოცემაში ღია წერილი გამოაქვეყნა სათაურით - "დღე, როდესაც საქართველოში დემოკრატია მოკვდა". სტატიაში სააკაშვილი ქვეყნის დეგრადაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატია 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ ნადგურდებოდა.

მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ბოლო 6 წლის განმავლობაში პუტინის საქმეს ემსახურება, იმ პუტინის, რომელიც, როგორც ტირანი - დემოკრატიას მთელს მსოფლიოში ებრძვის, მათ შორის საარჩევნო პროცესებში ჩარევით, კიბერთავდასხმებით და პროპაგანდის გავრცელებით.

მიხეილ სააკაშვილი აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა და "ქართულმა ოცნებამ" დემოკრატიასთან ბრძოლა სწორედ რუსული მეთოდებით დაიწყო - თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია, მოსახლეობის დაშინება და არჩევნების ტოტალური გაყალბება.

წერილში ნათქვამია, რომ მმართველმა გუნდმა მოსახლეობის მხარდაჭერა დაკარგა, რის შემდეგაც "ქართულმა ოცნებამ" დაიწყო ამომრჩევლების დევნა და დაშინება, ოპოზიციის მომხრეები კი მტრებად შერაცხა.

სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია