შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

გურჯაანის მერმა გარემოვაჭრეებს კიდევ ერთი თვის ვადა მისცა

საზოგადოება
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 29 იანვარი 2019
დღეს გარემოვაჭრეები გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ და დაძაბული საუბრის შემდეგ, გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს.


როგორც მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, გარემოვაჭრეებს ერთთვიანი ვადა კიდევ მისცა.
„სამწუხაროდ, მალფუჭადი პროდუქტები აქვთ ამოსაყიდი, ამიტომ ერთი თვის ვადა კიდევ მივეცი. დამპირდნენ, რომ პირველი მარტიდან ბაზრის ტერიტორიაზე შევლენ. ჩვენ გვჭირდება სუფთა და ლამაზი ქალაქი, ამაზე თვითონაც დამეთანხმნენ. დარწმუნებული ვარ, პირობას არ დაარღვევენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე ძალოვანებს ჩავრთავთ.“

ერთ-ერთი მოვაჭრის, მაყვალა კრაწაშვილის განმარტებით, ბაზრის ტერიტორიაზე ვაჭრობის პირობები არ არის.
„არ მაქვს იმდენი თანხა, რომ ბაზარში დავდგე. ათი ლარის მწვანილი მაქვს ნაყიდი. შიგნით აზერბაიჯანელები დგანან და იქ რომ შევიდე, ამას გამაყიდინებენ? ამჯერად ერთთვიან ვადაზე შევთანხმდით, მაგრამ იმის მერე რა იქნება, არვიცი. ბაზარში ანტისანიტარიაა და იქ დადგომა არც შეიძლება.“

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში გარევაჭრობა მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში იყო დაშვებული. ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მოვაჭრეებს ტერიტორიის დაცლა ჯერ კიდევ გასულ კვირას მოსთხოვეს და ამის თაობაზე გუშინ კიდევ ერთხელ გააფრთხილეს.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია