შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

თელავის ისტორიულ მუზეუმში ვიზიტორების რაოდენობამ იმატა

კულტურა
წყარო:  სპექტრი / http://www.speqtri.ge/ 
 29 იანვარი 2019
თელავის ისტორიულ მუზეუმს რეაბილიტაციის შემდეგ დამთვალიერებლების გაცილებით დიდი ნაკადი სტუმრობს.


მუზეუმის დირექტორის გურამ ურჩუხიშვილის განმარტებით, კომპლექსს რეაბილიტაციამდე ზამთრის სეზონზე ვიზიტორი თითქმის არ ჰყავდა.
,,სანამ მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა, შეიძლება ითქვას,რომ ვიზიტორთა რაოდენობა ზამთრის პერიოდში თითქმის განულებული იყო ხოლმე. ახლა კი დიდი ნაკადი მოდის ტურისტების.ძირითადად ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან გვსტუმრობენ, ასევე მოდიან ტურისტები უკრაინიდან,რუსეთიდან, პოლონეთიდან. რა თქმა უნდა, დიდია ინტერესი ქართველი დამთვალიერებლების მხრიდანაც. ფასებიც ყველასთვის ხელსაყრელია,მუზეუმში შესვლა 5 ლარი ღირს, ასევე მოსწავლეებისთვის, პენსიონერებისთვის და სტუდენტებისთვის ფასი 1 ლარია, ხოლო . პირებისთვის შესვლა უფასოა. ,,

თელავის ისტორიულ მუზეუმსა და ერეკლე მეფის სასახლეში ვიზიტორთა გაორმაგებას აპრილიდან ელოდებიან.



სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია