შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

მირზოევი და გაჯიევი ენზელ მკოიანს ძეგლის გახსნაზე განმარტებას სთხოვენ

პოლიტიკა
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 28 იანვარი 2019
ამის შესახებ დეპუტატებმა "მარნეულის რადიოსთან" საუბარში განაცხადეს. რუსლან გაჯიევის თქმით, ძეგლის გახსნა ახალქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების მხრიდან ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან მიხეილ ავაქიანი, რომლის ბიუსტიც სოფელ ბუღაშენში დადგეს, სეპარატისტების მხარეს იბრძოდა.„ვთვლი, რომ ეს ძალიან ცუდი ფაქტია, რადგან ვფიქრობ, რომ ქართული მხარე იჭერს ძალიან კარგ,სტრატეგიულ ურთიერთობებს აზერბაიჯანთან და ეს ქვეყანა ძალიან ახლო და მეგობარი ქვეყანაა ჩვენთვის. სწორედ ამიტომ ვთვლი, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ასეთი ნაბიჯები არ უნდა გადაედგა", - ამბობს რუსლან გაჯიევიმიუხედავად იმისა, რომ ბიუსტის გახსნას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად პარლაენტარები ენზელ მკოიანი და სამველ მანუკიანიც ესწრებოდნენ, გაჯიევი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის, პარლამენტისა და მმართველი პარტიის პოზიცია მათგან განსხვავებულია.„შესაძლოა ეს დეპუტატების პირადი მოსაზრებაა, არ ვიცი, არ შემიძლია ვთქვა, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ იქ ძეგლის დადგმას პირადად არასწორად ვთვლი. ეს ზიანს აყენებს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობას.“ - გვითხრა რუსლან გაჯიევმაგაჯიევის მსგავსად ახალქალაქში ყარაბახის ომში დაღუპული პირის ბიუსტის დადგმას გმობს სავალან მირზოევიც და ამბობს, რომ ამ ფაქტის სახელმწიფო პოზიციად აღქმა არ შეიძლება.„არ შეიძლება, რომ ეს აღვიქვათ, როგორც ჩვენი მთავრობის პოზიცია, სახელისუფლებო გუნდის პოზიცია, იმიტომ, რომ საქარველოს მთავრობა ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.“ - ამბობს სავალან მირზოევიდეპუტატები თავიანთ კოლეგებთანაც აპირებენ შეხვედრას და მათგან განმარტებების მიღებას. მირზოევი ამბობს, რომ ენზელ მკოიანთან და სამველ მანუკიანთან შეხვედრას დღეს, 28 იანარს, ან ხვალ, 29 იანვარს გამართავენ. [sknews.ge]
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება
საზოგადოება