შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

რამდენად სუფთა ჰაერია ახალციხეში – მონიტორინგის შედეგები

საზოგადოება
წყარო:  სამხრეთის კარიბჭე / http://sknews.ge/ 
 29 იანვარი 2019
გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის მონიტორინგს სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა ფორმით აწარმოებს. სამ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში მონიტორინგი მუდმივად, ავტომატურ რეჟიმში ხორცილდება, პატარა ქალაქებში კი ჰაერის ხარისხს ინდიკატორული წესით ზომავენ. „ახალციხეში ინდიკატორული გაზომვა ვაწარმოეთ, ეს ჰაერის შეფასების ევროპული მიდგომაა, ყოველ სეზონზე, სპეციალური სინჯარები თავსდება სხვადასხვა ადგილას და ორი კვირის შემდეგ იხსნება. ისინი ბრიტანეთის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება და იქიდან ვღებულობთ შედეგებს, თუ რა ნივთიერება რა კონცენტრაციითა ქალაქის ამა თუ იმ წერტილში“, – გვითხრა გარემოს ეროვნული საგანეტოს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა. სინჯარები ახალციხის სამ ქუჩაზე – რუსთაველის ქუჩა, ცხრა აპრილის ქუჩა, იოანე ათონელისა და ანთიმოზ ივერიელის ქუჩების კვეთა – ცხრა ნოემბრიდან 23 ნოემბრამდე იყო განთავსებული. კვლევის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ჰაერში არსებულ ნივთიერებებს შორის, ყველაზე მაღალი რაოდენობა რუსთაველის ქუჩაზე, აზოტის დიოქსიდია (NO2), რამაც ერთ მეტრკუბ ჰაერში 45.62 მიკროგრამი შეადგინა. როგორც მეგრელიშვილი განმარტავს, ჰაერში დაფიქსირებული აზოტის რაოდენობა ზღვარს არ აღემატება: „აზოტის დიოქსიდის ზღვარი მეტრკუბში 80 მილიგრამია, რუსთაველის 55–ში 45.62 მილიგრამი დაფიქსირდა, რაც დამაკმაყოფილებელია. დაავადებების გამოწვევა ამაზე მაღალი რაოდენობის მუდმივ ზემოქმედებას შეუძლია“. ახალციხეში, აზოტთან ერთად, ჰაერში მიწისპირა ოზონის (O3) და გოგირდის დიოქსიდის (SO2) შემცველობაც შემოწმდა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ახალციხეში არცერთი მათგანი ჰაერში დასაშვებ ნორმას არათუ აღემატება, არამედ ნორმასთან შედარებით მკვეთრად დაბალიცაა. ახალციხეში ატმოსფერული ჰაერის კვლევის სრული შედეგები ასეთია:
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
საზოგადოება