შენახვა


გადაგზავნა

დაკომენტარება

,,ბრალდებული ცდილობდა გაქცევას საქართველოსკენ" - აცხადებენ ცხინვალში

ახალი ამბები
წყარო:  შიდა ქართლი / http://qartli.ge/ 
 29 იანვარი 2019
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შს სამინისტროს თანამშრომლებმა, გაუპატიურებისა და მკვლელობის მცდელობის, ასევე ყაჩაღობის ბრალდებით, მამაკაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ცხინვალის მედია ავრცელებს. ე.წ. უშიშროების კომიტეტის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ მამაკაცი 22 იანვარს 34-წლის ქალბატონს ცხინვალში სახლის შესასვლელში დახვდა, სხეულზე მიაყენა ჭრილობები, წაართვა მობილური ტელეფონი და მიიმალა. რამდენიმე დღიანი ძებნის შემდეგ, ბრალდებული დააკავეს. ის ზნაურის რაიონის სოფელ გვირგვინაში ცხოვრობს. არაღიარებული რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლების განმარტებით, ბრალდებული გაქცევას საქართველოს ხელისუფლების დაქვემდებარებულ ტერიტორიისკენ ცდილობდა. ,,შემოწმდა ყველა სახლი სოფელ გვირგვინაში (ზნაურის რაიონი) და ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად მოხდა მისი დაკავება" - აცხადებენ ცხინვალში.
სტატიაში გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებელია ავტორი გამოცემა
ინფორმაციის გავრცელებას უზრუნველყოფს სააგენტო REGIONS.GE
დასაკომენტარებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია
ახალი ამბები
ახალი ამბები
შიდა ქართლი

პანკისი - 21 აპრილი